სათესლე მასალის სტრატიფიკაციის წესი
15 / 01 / 2019

ამ ხერხს ზოგჯერ დაქვიშიანებასაც უწოდებენ. დაქვიშიანებას უფრო მეტად იყენებენ იაროვიზაციის დროს, რადგან ზოგიერთი მცენარის თესლს ამ დროს თან სდევს გაღივება-აღმოცენება. აღმოცენებამ კი შესაძლოა მათი ლპობა გამოიწვიოს.

სტრატიფიკაციას უფრო მეტად აწარმოებენ მსხვილ და სუფთა ქვიშაში, რომელიც გარეცხვის საშუალებით გაწმენდილია შლამისა და სილისაგან. სტრატიფიკაციისათვის თესლს დათესვამდე კარგად ურევენ სველ ქვიშაში. იმ ხნის განმავლობაში, სანამ გრძელდება სტრატიფიკაცია, თესლის ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით მარევს რამდენჯერმე აშლიან და წყლით დანამავენ. სტრატიფიკაციის პროცესი სრულდება მაშინ, როგორც კი თესლის კანი დაიწყებს სკდომას. ამ დროს თესლი მზადაა დასათესად.

მსგავსი სიახლეები