
ნიადაგის მომზადება გასაშენებლად. ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება საპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ-სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ. სიღრმეზე. გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე კი მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება და როტაციული კულტივატორით ნაკვეთის „ფრეზირება“.
დარგვის წესები და ნორმები. ხურმის ნერგი ირგვება შედარებით ღრმა ორმოებში 40-50 X40-50 სმ. მოცულობით, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე. დარგვის გავრცელებული სქემებია 5,0-6,5X5,0-4,0 მ.
სხვლა-ფორმირება. ხურმისათვის ძირითადად გამოიყენება ცენტრალურ ლიდერული და ჯამისებური ფორმირება.
ნიადაგის განოყიერება. ხურმის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.
ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
- აზოტი N-1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.
- ფოსფორი P-0,10-0,20%/მშრალ ნივთიერებაზე.
- კალიუმი K- 1,9-3,7%/მშრალ ნივთიერებაზე.
- მაგნიუმი Mg-0,17-0,46%/მშრალ ნივთიერებაზე.
- კალციუმი Ca-1,4-3,2%/მშრალ ნივთიერებაზე.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ხურმის ბაღში შეტანილი იქნას 70-90 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით საჭიროა 20-30 ტ. კომპოსტის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:
- აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა ხდება კვირტების დაბერვის პერიოდში. ხოლო მეორე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
- ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
- კალიუმი K — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
მორწყვა. ხურმა ტენისადმი მაქსიმალურად მომთხოვნია ნაყოფების დამსხვილების პერიოდში, რაც დგება ზაფხულის მეორე ნახევარში. კონკრეტული ბაღის მორწყვის ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე და კულტურის განვითარების ფაზებზე. საშუალოდ, ხურმა წვეთოვანი მორწყვის სისტემის არსებობის შემთხვევაში 16-24-ჯერ უნდა მოირწყას სეზონის განმავლობაში, ხოლო მოღვარვით და კვალში მიშვების მორწყვის მეთოდებით კი ხურმის მორწყვა საჭიროა საშუალოდ 5-6 ჯერ სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში.
წვეთოვანი სისტემით მორწყვისას თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 60-80 კუბ.მეტრი, ხოლო ხოლო მოღვარვით და კვალში მიშვების მორწყვის მეთოდების გამოყენებისას კი მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 500-700 კუბ.მეტრი ერთ ჰა-ზე.
მოსავლის აღება/შენახვა. ხურმის მოსავლის აღება ხდება ჯიშების მიხედვით, ნაყოფისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.
- შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 85-95%.
- შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-1°С.
- შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 30-80 დღე.
-
კიტრის ჩითილის შავფეხა – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2408 ნახვა
-
ხორბლის აგრობიოლოგიური დახასიათება 17.01.2019 3253 ნახვა
-
ქათმის სინგამოზი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 3777 ნახვა