ჩაი - ძირითადი ჯიშები და დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი
15 / 01 / 2019

კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშები. საქართველოში ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი იქნა ჩაის მაღალპროდუქტიული სელექციური ჯიშები და კლონები. შემუშავდა ჩაის ჯიში „კოლხიდა“-ს ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგების გამოყვანის, პლანტაციების გაშენების და ექსპლუატაციის პროგრესული ტექნოლოგია. ჯიშ „კოლხიდას“ პოტენციური მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 13-15 ტონა მაღალხარისხოვან ნედლეულს შეადგენს, ხოლო მისგან გამოშვებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო ჩაის სტანდარტების დონეზე დგას. სამწუხაროდ, პლანტაცია შემორჩენილია მხოლოდ ანასეულის (ოზურგეთი) და ჩაქვის (აჭარა) მიდამოებში. ასევე, კარგადაა აპრობირებული ჩინური ჩაის  ჯიში „კიმენი“, რომელიც მაღალხარისხოვან ნედლეულს, განსაკუთრებული არომატის მქონე მზა პროდუქციას იძლევა და რომელსაც ამჟამად კერძო ნაკვეთებზე შეზღუდულად აწარმოებენ.

კულტურის დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი

ლათინური დასახელებაCamellia sinensis

ბოტანიკური ოჯახიTheaceae

სიცოცხლის ხანგრძლივობამრავალწლიანი

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა20-30°C

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა70-80%

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 75-85%

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 4-6

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -12-14°C

საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი3500 °C

მსგავსი სიახლეები