ლობიო – ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
15 / 01 / 2019

ლობიო (Phaseolus vulgaris L.) სითბოს მომთხოვნი პარკოსანი კულტურაა, თესლის გაღივების მინიმალური ტემპერატურა 10-120C, ხოლო ოპტიმალურია 20-220C, ამ დროს აღმონაცენი მიიღება თესვიდან 6-8 დღეში. ლობიოს აღმონაცენი ძალზედ მგრძნობიარეა წაყინვების მიმართ -10C-ზე იღუპება. ლობიოს ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 20-250C-ით. ის საკმარისი რაოდენობით მოითხოვს ნიადაგის ტენიანობას, განსაკუთრებით ბუტონიზაციისა და პარკების ფორმირებისას, რომლებიც ტენის დეფიციტის სემთხვევაში ცვივა. ლობიოს უმრავლესობა მოკლე დღის მცენარეებია, განათების მომთხოვნი, მაგრამ არიან მათში გრძელი დღის მომთხოვნი სახეობებიც.

კულტურათა მონაცვლეობისას ლობიოს კარგი წინამორბედებია საშემოდგომო ხორბალი და ქერი, რომელთა მოსავლის აღების შემდეგ შესაძლებელია ნიადაგის სათანადოდ მომზადება ლობიოს წარმოებისათვის. ლობიოს წარმოება ასევე შესაძლებელია კარტოფილის, სიმინდის და ჭარხლის შემდეგ.
ლობიო დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებისადმი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კულტურა ვეგეტაციას 50-60 დღეში ამთავრებს და შესაბამისად მას ამ მოკლე ხანში სჭირდება საკვები ნივთიერებები. ამიტომ ლობიოს კარგი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დროულ და ბალანსირებულ განოყიერებას.

ნაკვეთზე, სადაც უნდა იწარმოებოდეს ლობიო, ნიადაგის არის რეაქცია უნდა იყოს 6,0 – დან 7,0-ის ფარგლებში.

ბოტანიკური აღწერილობა. ლობიოს ახასიათებს მრავალღერძიანი ფესვი, რომელიც საკმაოდ კარგად არის დატოტვილი. ფესვის მთავარი მასა მოთავსებულია სახნავ ფენაში. ფესვი საკმაოდ უხვად ივითარებს კოჟრებს, რომელშიაც არსებული კოჟრის ბაქტერიები ჰაერში მყოფი თავისუფალი აზოტის ფიქსაციას აწარმოებენ.
აღმოცენების დროს, ლობიოს დათესილი თესლის ლებნები ჩვეულებრივ მიწის ზევით ამოაქვს. ისინი მონაწილეობენ ასიმილაციაში, გამონაკლისია Phaseolus angularus – sakadrisa, Phaseolus multiflorus (ვირგლა-ლობიო), რომლებსაც ლებნები მიწის ზევით არ ამოაქვს. ლობიოს სწორმდგომი ღერო ახასიათებს, ნახევრად ხვიარა ან ხვიარა. ღეროს ხვევა ყოველთვის მარცხნიდან მარჯვნივ ხდება – საათის ისრის საწინააღმდეგოდ. სწორმდგომ ფორმებში დატოტვა შედარებით უფრო ძლიერია, რის გამოც მუხლთაშორისები შემოკლებულია.
ფოთოლი რთული აქვს-სამფოთოლაკიანი. ფოთოლაკები საკმაოდ დიდი ზომისაა და გვხვდება ყოველგვარი გარდამავალი საფეხური-ლანცეტური ფორმით დაწყებული, თითქმის მომრგვალო ფორმით დამთავრებული. თითოეულ ფოთოლს აქვს ექვსი ცალი პატარა ზომის თანაფოთოლი, რომელთაგან ორი ცალი მოთავსებულია ყუნწის ძირში, ორი-შუა ფოთოლაკის ძირში, ხოლო დანარჩენი ორი აქეთ-იქით გვერდის ფოთოლაკების ძირში.

ყვავილები შეკრებილია ჯგუფად 3-5 ცალის რაოდენობით. იშვიათად ამაზე მეტი. ქმნის მტევანს. ცალკეული ყვავილი საშუალო ზომისაა, ხუთტიპიანი ზიგომორფული აგებულების. ნავის ფურცლებს შეერთების დაბოლოების ადგილას ნისკარტისებრი მოღუნვა ემჩნევა. ფერად გვხვდება თეთრი, ვარდისფერი, წითელი, მოიისფრო და სხვა. ლობიო თვითგამანაყოფიერებელი მცენარეა. ნაყოფი-პარკი სწორი აქვს ან ხმლისებრი, ნამგლისებრი, კრიალოსნისებრი და სხვ. პარკში მარცვლების რაოდენობა მერყეობს 2-7-დან (ჩვეულებრივი ლობიო) 15-მდე ან მეტი (მაშა ლობიო). თესლი მომრგვალოა ან გრძელი ცილინდრული, მრავალი გარდამავალი ფორმით, სიგრძით 3,5-6 მმ-დან (მაშა ლობიო) 16-26 მმ-მდე მერყეობს. 1000 მარცვლის წონა 25-60 გ-დან 1250 გ-მდე მერყეობს. თესლი თეთრიდან შავამდე თითქმის ყველა ფერით ხასიათდება და ამ ძირითად ფონზე სხვადასხვანაირი სიჭრელე თან სდევს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. ლობიო სითბოს მოყვარულია. თესლი აღმოცენებას +8-10°С იწყებს. ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობისა (70-75%)და ოპტიმალური ტემპერატურის (23-24°С) პირობებში აღმონაცენი 6 დღეში მიიღება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის შემდგომი მომატება აღმონაცენის მიღებას არ აჩქარებს. 8°С-ზე დაბალი ტემპერატურისას თესლის გაღივება და აღმოცენება შეფერხებულია. თესლის მნიშვნელოვანი ნაწილი ლპება განსაკუთრებით ნიადაგის მაღალი ტანიანობისას (95-100%). აღმონაცენი 0,5°С-სა და -1°С-ზე ზიანდება. უფრო დიდი მცენარეები მცირე ხნით -2°С დაცემას გადაიტანს. 4°С-ზე მცენარის ზრდა-განვითარება ფერხდება. ლობიო სითბოს მეტ რაოდენობას ყვავილობისა და მსხმოიარობის პერიოდში საჭიროებს.

ლობიო სინათლის მომთხოვნია. მიეკუთვნება მოკლე დღის მცენარეს. განათებისადმი მეტად მომთხოვნია სიცოცხლის პირველ პერიოდში. შემდეგ კი კარგად ხარობს გაბნეული ჩრდილის პირობებში.
ლობიო მომთხოვნია ნიადაგის და ჰაერის ტენიანობისადმი. ტენის დეფიციტი იწვევს პერგამენტის შრის წარმოქმნას და პარკების გაუხეშებას. კარგად მოიყვანება ლობიო მაღალმოზარდი კულტურების სიმინდი, მზესუმზირა, კულისურ ნათესებში. ლობიოს 10-12 მწკრივის შემდეგ საჭიროა კულისის 2-3 მწკრივი. კულისური ნათესებისას ლობიო ნაკლებად ზიანდება ქარ-სიცხეებისგან.

ლობიო ნიადაგისადმი დიდი მოთხოვნილებით არ გამოირჩევა. ლობიოს ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ფესვებზე არსებული კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით ახდენს ატმოსფეროდან აზოტის ფიქსაციას, ნაწილობრივ იკმაყოფილებს აზოტზე მოთხოვნილებას და ამავე დროს ამდიდრებს ნიადაგს აზოტით.
ლობიო მოიყვანება როგორც სუფთა ნათესის, ასევე სიმინდთან შეთესილი სახით.

ქიმიური შემადგენლობა. ლობიო მდიდარია ცილებით (28,0-30,0%), რომლის მიხედვითაც იგი უახლოვდება ცხოველური წარმოშობის ცილას. შეიცავს 2,0% ცხიმს და 49,0% ნახშირწყლებს. ლობიოს მარცვალი და მწვანე, ნედლი, პარკები შეიცავენ ამინომჟავეებს, სხვადასხვა სახის ვიტამინებს და მინერალურ მარილებს. ლობიოს ფოთლები მდიდარია ლიმონმჟავათი, 10-13% და წარმოადგენს ლიმონმჟავას მისაღებად საჭირო ნედლეულს.

ადგილი თესლბრუნვაშილობიო ვერ ეგუება ერთსა და იმავე ადგილზე განმეორებით დათესვას. ამ შემთხვევაში იგი მეტად ზიანდება მავნებლებით და დაავადებებით. 
მაღალი შედეგები მიიღება, როცა ლობიო დაითესება საშემოდგომო თავთავიანი კულტურების შემდეგ. 
საქართველოს პირობებში ლობიო შესაძლებელია წარმატებით იქნას მოყვანილი სინიდის, კარტოფილის, ჭარხლის, ბაღჩეული კულტურების შემდეგ.

ლობიო საუკეთესო წინამორბედია თავთავიანი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კუტურებისათვის.
ლობიოს შემდეგ დათესილი საშემოდგომო ხორბლის მოსავალი არ ჩამოუვარდება სუფთა ანეულებს.

მსგავსი სიახლეები