
სტაფილო (Daucus carota) ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელი ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს ივითარებს ფოთლებს და ძირხვენებს, ხოლო მეორე წელს ივითარებს საყვავილე ღეროს და თესლს.
აღნიშნული კულტურა კარგად იტანს სიცივეს. მისი თესლი გაღვივებას იწყებს 3-5ºC-ზე. აღმონაცენს შეუძლია გადაიტანოს -3-4ºC ერთჯერადი ყინვები, -6ºC ყინვის შემთხვევაში აღმონაცენი იღუპება. სტაფილოს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 20-22ºC.
სტაფილოს კარგ წინამორბედად ითვლება საშემოდგომო თავთავიანი კულტურები, საადრეო კარტოფილი, კიტრი, კომბოსტო, საადრეო პომიდორი. ეს კულტურები იძლევიან სტაფილოს წარმოებისათვის ნიადაგის ოპტიმალურად მომზადების საშუალებას. სტაფილო კულტურათა მონაცვლეობისას ძველ ფართობზე არ უნდა დაითესოს წარმოებიდან 3-4 წელზე ადრე.
ყველაზე ოპტიმალური ნიადაგი სტაფილოსათვის არის მსუბუქი თიხნარი ან საშუალოდ თიხნარი ნიადაგები. მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე სტაფილოს განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება.
ნაკვეთზე, სადაც უნდა იწარმოებოდეს სტაფილო, ნიადაგის არეს რეაქცია (pH) უნდა იყოს 5.0- დან 6.0-ის ფარგლებში.
-
მევენახეობის მიკროზონები - ქინძმარაული 15.01.2019 1512 ნახვა
-
იონჯა – ნიადაგის დამუშავება, თესვა, მოვლა-მოყვანა 17.01.2019 8575 ნახვა
-
ეროვნული ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 13.04.2021 96 ნახვა