
გამომწვევი სოკო - Nectria galigena Bres.
ღეროს ჩვეულებრივი კიბოს გამომწვევი სოკოები ინახებიან დაზიანებულ ორგანოებსა და ჩამოცვენილ დაავადებულ მცენარეულ ნარჩენებში
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 21-24°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.
დაავადების სიმპტომები. დაავადება მრგვალი ფორმის, მურა ფერის ჩაზნექილ ლაქებს და კიბოვან იარებს მერქანზე. ეს დაზიანებები ყოველ წელს ახალ-ახალი მიცელიუმით იფარება და ასევე წარმოიქმნება კორძები.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთის გაწმენდა დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისაგან.
- დაზიანებული ტოტების გასხვლა და განადგურება (დაწვა).
- კირის წასმა ვაშლის ტოტებსა და მთავარ ღეროზე.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია ადრე გაზაფხულზე მცენარეების დამუშავება 3%-ინი ბორდოს ხსნარით. ვეგეტაციის პერიოდში განსაზღვრულ ეტაპებზე გამოიყენება: სპილენძის შემცველი ფუნგიციდები. ზაფხულის განმავლობაში წამლობა შესაძლოა ჩატარდეს საშუალოდ 3-ჯერ.
-
ხორბლის მოვლის აგროწესები - ბროშურა 04.05.2019 2035 ნახვა
-
თხილის ტოტების კიბო - სიმპტომები და პროფილაქტიკა 18.01.2019 2279 ნახვა
-
კაკლის ჯიშები - ფერნეტე 17.01.2019 2579 ნახვა