კულმუხო - სამკურნალო მცენარე - დანიშნულება, მოვლის წესები
09 / 03 / 2020

ლათინური სახელწოდება - Inula helenium L.

მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს Asteraceae (Compositae)

სხვა სახელწოდებები: მუკუდოს დედა, ცხენის მუყუდო.

გამოიყენება: მშრალი და დანაწევრებული ფესურა.

სახელწოდება: Radix Inulae - აგრეთვე Rhizoma Helenii.

გამრავლება: სასაქონლო კულტურებიდან, იშვიათად ველურად მოზრდილი მცენარიდან.

შემცველი ნივთიერებები და გამოყენება. კულმუხოს ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს.(3% - მდე), 40% - მდე ინულინს (სათადარიგო პოლისაქარიდი), მწარე ნივთიერებებს და შაქარს. მისი ფესვი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ეწინააღმდეგება ხველის დაწყებას; გამოიყენება ყივანახველისა და ბრონქების კატარის სამკურნალოდ, აგრეთვე უმადობისა და გაუვალობის საწინააღმდეგოდ. მზიურას როგორც არომატულ მცენარეს იყენებენ აგრეთვე სპირტიანი სასმელების წარმოებაში და დიაბეტით დაავადებულთა საკვებად.

ზრდა - განვითარების ადგილი. უნდა შეირჩეს ღრმა, ნეშომპალიანი, წყალშემცველი ნიადაგი, შეძლებისამებრ უქვო და ზომიერად ნოტიო. გასათვალისწინებელია ხელოვნური მორწყვის შესაძლებლობები ფესვების უხვმოსავლიანობის მისაღწევად. მზიურა თავის თავს ეგუება, მაგრამ ზედიზედ მოყვანა რეკომენდირებული არ არის დასარევლიანების პრობლემების გამო. ნაყოფთმონაცვლეობაში ძლიერად განოყიერებული სათოხნი კულტურების შემდეგ მოდის. ყინვაგამძლეა.

განოყიერება. მზიურას ძალიან სჭირდება საკვები ნივთიერებები, ამიტომ საჭიროა ნაკელის ან კომპოსტის საკმარისი რაოდენობით შეტანა. საჭიროებს: 70 – 80 კგ/ჰა აზოტს, 60 – 80 კგ/ჰა ფოსფორსა და 200 – 240 კგ/ჰა კალიუმს. აზოტის შეტანა პოსრციობით უნდა მოხდეს.

ჯიშები. ძველი ჩეხური ჯიშის “Golias” -ის გარდა სხვა სელექციური ჯიში არ არსებობს.

მოყვანა. საერთოდ შესაძლებელია ღია გრუნტში  ჰექტარზე 1,5 კგ სათესლე მასალის დათესვა, მაგრამ სარეველების პრობლემას უკავშირდება. ჩითილების წინასწარი გამოყვანისთვისათვის სათბურებში მარტის თვის შუა რიცხვებიდან იწყებენ (2გრ. 40X30 სმ - იან ყუთზე) თესვას. შესაძლებელია აგრეთვე გაბნევით თესვა (3გ თესლით) ჯგუთვის გარეშე ყუთებში, ოთხი - ექვსი კვირის შემდეგ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისიდან იწყებენ მანქანით დარგვას რიგებსშორისი მანძილი 60 - იდან 70 - სმ - მდე. თვით რიგებში მანძილით 30 - დან 40 სმ - მდეა. ჰექტარზე საჭიროა 40.000 – 50.000 ცალი მცენარე.

მინდორი სარეველებისაგან უნდა გათავისუფლდეს მექანიკური საშუალებებით რამდენიმეჯერ გათოხნის მეშვეობით.

დაავადებები და მავნებლები. ეკონომიურად უმნიშვნელო. შესაძლებელია შეეყაროს ნაცარი (Sphaerotheca fuliginea), ყვითელი ჟანგა (Coleosporium tussilaginis) და ფოთლის ვირუსული გათეთრებები. ადგილობრივი კოროზია, გამოწვეული ფაროსანისაგან (Cassida murraea), დაზიანებები მწოველი მწერებისაგან, როგორიცაა ციკადები (Eupteryx atropunctata) და სხვა დაუდგენელი მწერები.

მოსავლის აღება და მოსავალი. მოსავლის აღების მოსამზადებლად ადრეულ შემოდგომაზე კუმშვადი ფოთლები როტორული სათიბელ - დამქუცმაცებული მანქანით შეძლებისამებრ დაბალზე იჭრება. ოქტომბერში, ნოემბერში ან გაზაფხულზე ყლორტების  გამოღებამდე ფესვებს იღებენ ელევატორული კარტოფილის სათხრელის, ძირხვენა მცენარეების კომბაინის ან პირშუშხას სახნავის მეშვეობით.ცილინდრულ სარეცხი მანქანით საფუძვლიანად ირეცხება.შრობის პროცესის გასაიოლებლად ფესურებს ყოფენ (ხელით, ცულის მეშვეობით ან საკვების ასაღები დამქუცმაცებელი მანქანით, რომელზედაც მიწებებული ქვების გამო სიფრთხილეა საჭირო).

შრობის ტემპერატურაა 50°С. შრობის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს 40 საათს, ნედლეულს უნდა ჰქონდეს 10% - მდე სინესტე.

შეფუთვა ხდება ჯუთის ტომრებში დაუფასოებლად.

მსგავსი სიახლეები