
25 / 02 / 2020
გამომწვევი სოკო –Alternaria vitis Camara, A.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 25-30°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 92-100%.
სიმპტომები. ფოთლებზე ჩნდება ღია-ვერცხლისფერი ან ყავისფერი ლაქები. ხოლო ლაქების ზედაპირზე კი ფორმირდება შავი ფერის ფიფქი. დროთა განმავლობაში ლაქების გაჩენის ადგილებზე ფოთლის ქსოვილები შავდება და ხმება.
მტევანზე, მარცვლების კანი ნაოჭდება და მარცვალს უჩნდება მუქი-ნაცრისფერი ნადები. ასეთ მარცვალს ახასიათებს არასასიამოვნო გემო და გამოუსადეგარია მოხმარებისათვის.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
დაავადების წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება მაგალითად:
- მეტალაქსილი+მანკოცების კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
- სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდის კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
-
ნაცარი – ბუნებრივი სასუქი: აღწერილობა და გამოყენება 24.04.2019 10123 ნახვა
-
სოია - მოვლა, წარმოების აგროწესები 17.01.2019 2721 ნახვა
-
ლეღვის ბაღის გაშენების და მოვლის წესები 18.01.2019 5153 ნახვა