
25 / 02 / 2020
გამომწვევი სოკო – Guignardia baccae.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 25-27°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80-100%.
სიმპტომები. დაავადება აზიანებს ვაზის ყველა მწვანე ნაწილს. აგრეთვე, აავადებს მტევნის კლერტს და მარცვლებს.
ვაზის ფოთლებზე წარმოიშობა ოდნავ ამობურცული, მოყავისფრო ლაქები, დიამეტრით 1,5 სმ-მდე. ამ ლაქებზე შესამჩნევია წვრილი შავი წერტილები, ასეთივე წერტილები ჩნდება ვაზის სხვა მწვანე ნაწილებზე და მათ შორის მარცვლებზეც. დაზიანებული ფოთლის ნაწილები ხმება, დაზიანებული მარცვალი მუქდება, ჭკნება და ხმება.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები: დაავადების წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება მაგალითად:
- პროპინების შემცველი ფუნგიციდები.
- დიფენოკონაზოლი+ციფლუფენამიდის კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.
-
მანდარინის წამლობების ტაბულა 17.09.2019 2305 ნახვა
-
ხურმის ჯიშები - ჰაჩია “იაპონური ხურმა” 15.01.2019 6248 ნახვა
-
ნიორი - მოვლა-მოყვანის წესები 02.03.2019 9782 ნახვა