
გამომწვევი სოკო –Botrytis cinerea.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 15-20°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%.
სიმპტომები. დაავადება ვითარდება მწიფე ყურძენზე, იშვიათად კი - რქებზე, ყლორტებზე და ფოთლებზე. დაავადებული მარცვალი იღებს მუქ ყავისფერ შეფერილობას, ნაოჭდება, ხმება და ზემოდან იფარება ნაცრისფერ ფიფქით/ობით. მწიფე ყურძნის დაავადებას, ამინდების მიხედვით, სხვადასხვანაირი მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი დაავადების შემდეგ მშრალი ამინდები დადგა, სოკოს გავლენით ყურძენში მჟავიანობა მცირდება და შაქრიანობა მატულობს. ასეთი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი ხასიათდება, რის გამოც ავადმყოფობას კეთილთვისებიანს უწოდებენ.
წვიმიან ამინდებში სოკო მასობრივად ვრცელდება და ყურძნის ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს. ასეთი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო ხასიათდება არასასიამოვნო ობის გემოთი, წითელ ღვინოს კი ფერიც კი ეცვლება.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
- ვაზის მაღალ შტამბზე დაყენება.
დაავადების წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება პირიმეთანილის, ფლუაზინამის, ბოსკალიდის და დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები.
-
იონჯას ჯიშები - ლიუბა 17.01.2019 1939 ნახვა
-
სალათის წამლობების ტაბულა 18.09.2019 1931 ნახვა
-
მარწყვის ჯიშები - კლერი 04.04.2019 2715 ნახვა