თაფლი – სასარგებლო თვისებები
12 / 01 / 2020

ადამიანმა პირველად თაფლს გემო მაშინ გაუსინჯა, როცა შემთხვევით ფუღუროში ფუტკარჩაბუდებული ხე მოჭრა. მიაგნებდა თუ არა თაფლით სავსე ფუღუროს, ფუტკარს ხოცავდა, ნადავლი კი შინ მიჰქონდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ხე მოენიშნა, ნაწილი თაფლი წაეღო, ნაწილი ფუტკრისათვის დაეტოვებინა. ასე დაიბადა პირველი სკაც და მეფუტკრეც. ცოტა ხანში ერთის მიერ მონიშნულ ხეს მეორე მიაგნებდა და იპარავდა. ამან აიძულა ადამიანი მოეჭრა ხის ფუღუროიანი ნაწილი და თავის ეზოში დაედგა. ასე იქცა თაფლი ადამიანისათვის მეტად საჭირო პროდუქტად.

თაფლი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

იგი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს – მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ორგანიზმის მიერ თაფლის ათვისება ხდება სრულიად.

თაფლის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაზე დაფუძნებული მრავალრიცხოვანი სამდიცინო-ბიოლოგიური: ანტიბაქტერიალური, ანტიანთებითი, ამუნომასტიმულირებელი და ა.შ თვისებები.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

განვიხილოთ თაფლის სახეობები:

აკაციის – გამოიყენება ენერგიის სწრაფად აღმდგენ საშუალებად. უძილობის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების და ნაწლავების სამკურნალოდ.

ცაცხვის – ახასიათებს ანთებითი პროცესების სამკურნალო თვისება. გამოიყენება ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, ტრაქეიტის, გრიპის, ანგინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ.

მინდვრის – ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო თაფლად. ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

წაბლის – მიუხედავად მომწარო გემოსი, საუკეთესოა ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალოდ.

თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმა სრულ ასაკოვანთათვის 100 გრ., ბავშვებისათვის Р30-50-გრ-ია (დღეში 2-3-ჯერ).

თაფლისა და ვაშლის ძმრის კომბინაცია:

თაფლი და ვაშლის ძმარი არის ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცი, რომელიც შედგება ბუნებრივი ნივთიერებებისგან და შეუძლია განკურნოს ბევრი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნარევს შეუძლია გიხსნათ ქრონიკული დაავადებებისგან. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიყენოთ ვაშლის ძმარი და თაფლი უზმოზე.

ჯანმრთელობისთვის სარგებელი რომელიც მოაქვს ვაშლის ძმარს და თაფლს არის უზარმაზარი.

● გულძმარვისგან თავის დაღწევა.
● კუჭის პრობლემებისგან თავის დაღწევა, ასევე ყაბზობისგან.
● ქვედა ქოლესტერინისა და არტერიუილ წნევის დარეგულირება.
● წონის შემცირება.
● ყელის ტკივილი
● სუნთქვის გაუმჯობესება გაციებისა და გრიპის დროს.
● კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იქნას ორგანული ვაშლის ძმარი და თაფლი. შენარჩუნებული უნდა იქნას პირველადი ინგრედიენტები და მათი სამკურნალო თვისებები.

ჩვენ დაგვჭირდება:
● თაფლი – 1 ჩაის კოვზი.
● ვაშლის ძმარი – 1 ჩაის კოვზი.
● თბილი წყალი – ერთი ჭიქა.

მომზადების წესი:
აიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნედლეული თაფლი და ვაშლის ძმარი. აურიეთ კარგათ და თქვენი სასმელი მზად არის. სიამოვნებით მიირთვით!

მიზანშეწონილია, რომ ეს სასმელი გამოვიყენოთ დილით უზმოზე. დაახლოებით 20-30 წუთით ადრე სანამ ისაუზმებთ. გამოიყენეთ ყოველდღე.

თაფლის მიღების უკუჩვენებები

არის შემთხვევები, როდესაც თაფლის მიღება იწვევს გამონაყარს, ქავილს, სურდოს, თავის ტკივილს, კუჭ-ნაწლავის აშლილობას და ა.შ. ეს ემართებათ თაფლზე ალერგიულ პიროვნებებს, რომლებსაც ეკრძალებათ თაფლის მიღება.

მსგავსი სიახლეები