კურკოვნების ბოყი - დაავადების სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
02 / 05 / 2019

გამომწვევი სოკო - Taphrina pruni Fuck.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 10-15°C-ზე მეტი.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადება აზიანებს ძირითადად ატამს, ქლიავს და ალუბალს. დაავადების დროს ხდება ნაყოფის კედლის ინტენსიური ზრდა, ნაყოფს არ გააჩნია კურკა, შესაბამისად ვერ ვითარდება და ხმება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ნაყოფების მოცილება და განადგურება.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე საჭიროა ხეების 3%-იანი ბორდოული სითხით დამუშავება ანუ ე.წ. “ცისფერი წამლობის“ ჩატარება. შემდგომ პერიოდში კი დაავადების წინააღმდეგ წამლობებისათვის გამოიყენება სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები