ატმის ფოთლის სიხუჭუჭე - სიმპტომები და ბრძოლის ზომები
02 / 05 / 2019

გამომწვევი სოკო - Taphrina deformans Fuck.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 18-30°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადება ძირითადად ატამს აზიანებს. დაავადებული მცენარის ფოთოლი ხუჭუჭდება, აქვს მკრთალი შეფერილობა, გასქელდება და ბოლოს ცვივა.

ნაყოფი დეფორმირდება, ყვავილი კი ხმება და ცვივა. ხოლო დაავადებული ყლორტები კი  ჩვეულებრივზე მეტად სქელდება და იწყებს ცვენას.

აღსანიშნავია, რომ დაავადების სიმპტომები ძირითადად ფოთლებსა და ტოტებზე შეინიშნება, შედარებით იშვიათად ხდება სიმპტომების გამოვლენა ყვავილებზე და ნაყოფებზე.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლებისა და სხვა მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • დაავადებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე საჭიროა ხეების 3%-იანი ბორდოული სითხით დამუშავება ანუ ე.წ. “ცისფერი წამლობის“ ჩატარება. შემდგომ პერიოდში კი დაავადების წინააღმდეგ წამლობებისათვის გამოიყენება დიფენოკონაზოლის, კაპტანის, მანკოცების, პროპინების, დითიანონის, სპილენძის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები