
„საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ მიერ შემუშავებული აგრო-ტესტირების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ჩატარდა პროფესიული საჭიროებების კვლევა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე. კვლევა განხორციელდა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.
საჭიროებათა კვლევის მიზანი იყო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში მომუშავე სპეციალისტების პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და მიღებული შედეგების გამოყენება პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესში.
კვლევა ჩატარდა საქართველოს 54 მუნიციპალიტეტში 9 რეგიონალურ და 45 მუნიციპალურ სამსახურში. კვლევის ფარგლებში განხორციელდა დისტანციური ტესტირება სოფლის მეურნეობის შემდეგ დარგებში:
- მევენახეობა.
- მეფუტკრეობა.
- ვეტერინარია.
- მეცხოველეობა.
- აგროქიმია.
- ნიადაგმცოდნეობა.
- მცენარეთა ქიმიური დაცვა.
- მემცენარეობა.
- მებოსტნეობა.
- მეხილეობა.
- მეციტრუსეობა.
- ღვინის ტექნოლოგია.
- ფიტოპათოლოგია.
- ენტომოლოგია.
- მოსავლის აღება-შენახვა.
აღნიშნული დარგების მიმართულებით კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა 2500-ზე მეტი სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტ-კითხვა. კვლევის შედეგების მიხედვით, მომზადდა და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის გადაეცა ანგარიში,რომელიც მოიცავს კვლევის შედეგებს და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებისათვის საჭირო პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო დარგებს/მიმართულებებს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
-
ბადრიჯნის ჰიბრიდები - “ანეტი F1” 17.01.2019 1946 ნახვა
-
კოკრიჭამია ცხვირგრძელა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები 18.01.2019 2353 ნახვა
-
ალუბლის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 14.09.2019 2230 ნახვა