
24 / 04 / 2019
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ განხორციელდა USAID-REAP პროექტის ფარგლებში შედგენილი აგროტექნოლოგიური რუქების პროფესიული რედაქტირება, რის შედეგადაც რუქებს დაემატა აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წამლობების ტაბულები, თანამედროვე მასალები მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიცირების და მათი გავრცელებისათვის ოპტიმალური კლიმატური ფაქტორების შესახებ და სარეველების წინააღმდეგ განსახორციელებელი წამლობების სქემები.
აგროტექნოლოგიურ რუქებში დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის და მოსავლის აღება შენახვის წესები და რეკომენდაციები. რუქები განკუთვნილია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის.
-
ბადრიჯანი - დარგვა, ჩითილის გამოყვანა, მოვლა 17.01.2019 4458 ნახვა
-
სოიას ჯიშები - გურული სოია 17.01.2019 2267 ნახვა
-
პირშუშხა - აღწერილობა და მოვლა-გამრავლების აგროწესები 15.01.2019 5723 ნახვა