
11 / 01 / 2019
დაავადება ძირითადად აზიანებს ყვავილებსა და ნაყოფებს. ნაყოფები ავადდება სიმწიფის პერიოდში და ტრანსპორტირებისას.
დაავადება ადვილად ჩნდება და სწრაფად პროგრესირებს ნოტიო და შედარებით გრილ ამინდებში. მისი გამომწვევი სოკო აავადებს მცენარის ყველა ორგანოს.
დაავადების სიმპტომები – ფოთოლზე ვითარდება დიდი ნაცრისფერი ლაქა, ხოლო ყლორტზე – ჩაზნექილი მოყავისფრო ლაქა, რომელიც დამწვარს წააგავს;
ნაყოფის ყუნწის დაავადების შემთხვევაში ლაქა სწრფად უვლის მას ირგვლივ და ახმობს ჯერ კიდევ მწვანე ნასკვს.
დაავადება უფრო ტიპიურია ნაყოფებზე. ავადდება, როგორც მწიფე, ასევე მკვახე ნაოფები. დასაწყისში ჩნდება მურა ფერის ლაქები, ნაყოფის ქსოვილი რბილდება, წყლიანდება კარგავს არომატს, გემოსა და ფერს.
ბრძოლის ღონისძიებები:
- ნიადაგის დროული და წესიერი დამუშავება, მცენარეთა დარგვა ღია, განათებულ, კარგი აერაციის მქონე ადგილებში, წყლისა და ჰაერის კარგ გამტარ ნიადაგებზე. არ არის რეკომენდირებული მცენარეების დარგვა ხეხილის ბაღში, მწკრივებს შორის.
- დაავადებული ნაყოფების დროულად შეგროვება და მოსპობა.
- ქიმიური მეთოდებიდან მაღალეფექტურია სიდამპლის საწინააღმდეგო ფუნგიციდები. მათი გამოყენება ხდება ყვავილობამდე.
-
ალუბლის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 14.09.2019 1659 ნახვა
-
კარტოფილის ჯიშები - ნევსკი 18.01.2019 1568 ნახვა
-
ქამა სოკო - მოვლა-მოყვანის წესები 20.03.2019 6926 ნახვა