
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ მომზადდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებების წინააღმდეგ საჭირო წამლობების შესადგენი სახელმძღვანელოები.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ ცოდნის და ინფორმაციის გავრცელება ინოვაციური ფორმატით.
სახელმძღვანელოების გამოყენებით სპეციალისტები და ფერმერები შეძლებენ სწორად დაგეგმონ როგორც კომბინირებული, ასევე არაკომბინირებული წამლობები, მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ, კულტურათა განვითარებისა ფენოფაზებისა და უშუალოდ არეალზე არსებული მავნე ორგანიზმების გათვალისწინებით.
სახელმძღვანელოები შექმნილია სამი ძირითადი პრინციპის დაცვით:
- გარემოსადმი უსაფრთხოება.
- პესტიციდების თავსებადობა.
- მუდმივი განახლების შესაძლებლობა.
- პროფესიული ინფორმაციის გამარტივებულად მიწოდება, რათა პროფესიონალების გარდა მისი გამოყენება შეძლონ ფერმერებმა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულმა პირებმა.
ამ ეტაპზე სახელმძღვანელოები მომზადდა საქართველოში წარმოებულ 29 ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე და გადაეცათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებს. ასევე ჩატარდა ლექციები, სადაც სპეციალისტებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმძღვანელოების გამოყენების და განახლების წესების შესახებ.
პროექტი განხორციელდა USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით.
ამჟამად მიმდინარეობს სახელმძღვანელოებში გამოყენებული პრინციპების მიხედვით მცენარეთა დაცვის სასწავლო კურსების შემუშავება, რომელთა ჩატარება შესაძლებელი იქნება როგორც ფერმერთა სამიზნე ჯგუფებში, ასევე აგრარული პროფილის სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიული გადამზადების ცენტრებში.
-
კარტოფილის შენახვის ტექნოლოგია 15.01.2019 1367 ნახვა
-
ცხვრის ბოტულიზმი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 17.01.2019 1500 ნახვა
-
ატმის ფიზიოლოგიური დარღვევები შენახვის პერიოდში 15.01.2019 1461 ნახვა