
24 / 04 / 2019
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა იწყებს ბოსტნეულის მყნობის პროექტის მეორე ფაზას. პროექტი ხორციელდება USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება” ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით. პროექტის მეორე ფაზის განმავლობაში განხორციელდება ბოსტნეულ კულტურათა (კიტრი, პომიდორი) მყნობა, სხვადასხვა მეთოდებით და მათი აპრობაცია ღია გრუნტში, ფერმერთა სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ნამყენი ბოსტნეულის უპირატესობების დემონსტრირება და ბოსტნეული კულტურების მყნობის წესების და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციისა და რეკომენდაციების გავრცელება.
-
ჟოლო - მოსავლის აღება-შენახვის რეგლამენტები 17.01.2019 1835 ნახვა
-
სოიას ჯიშები - მოწინავე 7 15.01.2019 1246 ნახვა
-
ზღვის ხახვი - მისატყუებელი მღრღნელების წინააღმდეგ 15.01.2019 1598 ნახვა