
USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფარგლებში ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ლექციები.
სალექციო თემები:
- სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ქიმიური დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.
- პესტიციდების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები
- ბოსტნეულ კულტურათა მავნებელი მწერები
- აგრო-პორტალის მნიშვნელობა და მისი სერვისები
ლექციები ჩაუტარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებს და ფერმერებს.
ლექციები მიმდინარეობდა 2 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რაიონებში – გორში, სიღნაღში, ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, ზესტაფონში, სამტრედიაში და მცხეთაში.
ლექციებზე სპეციალისტებს და ფერმერებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის მიერ შედგენილ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წამლობების ინოვაციურ ტაბულებს, მიეღოთ ინფორმაცია პესტიციდების უსაფრთხო მოხმარების ძირითადი პრინციპების შესახებ (მოხმარების უსაფრთხოება, მოხმარების შემდგომი უსაფრთხოება, ფუტკრების დაცვა და ჰიგიენური ნორმატივები).
ლექციების მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ბოსტნეულ კულტურათა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ინტეგრირებული მეთოდების შესახებ და საშუალება მიეცათ ესარგებლათ ორგანიზაციის აგროპორტალის სერვისებით.
-
ქერის ჯიშები - ნუტანსი 032-28 20.03.2019 1007 ნახვა
-
თხილის ბაქტერიული სიდამწვრე 18.01.2019 2046 ნახვა
-
მევენახეობის მიკროზონები - ატენი 17.01.2019 1246 ნახვა