
11 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო. Ustilago crameri Kohn.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 19-24°C
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 40-60%
დაავადების სიმპტომები. ავადდება ღომის მარცვლები. დაავადებული ნასკვები უფრო დიდი ზომისაა, მონაცრისფროდ შეფერილი და ადვილად გამოირჩევა საღი, ოქროსფერი თავთავისაგან. მოგვიანებით ნასკვის კედლები სკდება და სპორები ვრცელდება შავი მტვრის სახით. გალეწვის დროს ეს მტვერი ეკვრის საღ მარცვლებს და შემდეგ მათ დაავადებას იწვევს გაღივების პერიოდში.
ბრძოლის ღონისძიებები:
- ნიადაგის მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
- დაზიანებული მცენარეების დროული მოცილება ნაკვეთებიდან და განადგურება.
- საკარანტინო ღონისძიებების დაცვა.
- ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისაგან.
- საღი სათესლე მასალის გამოყენება.
- კულტურათა მონაცვლეობა.
წამლობები. ტებუკონაზოლის შემცველი ფუნგიციდების შესხურება შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს დაავადების წინააღმდეგ.
-
ლეღვის ჯიშები - ადრიატიკული თეთრი 18.01.2019 1895 ნახვა
-
ტრაქტორები - გასაყიდი ტრაქტორების-ტექნიკის საიტების განახლებადი სია 02.03.2019 10924 ნახვა
-
თხილის ცხვირგრძელა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები 18.01.2019 2239 ნახვა