
წიწმატი (ლათ. Lepidium sativum L.) ეკუთვნის ჯვაროსანთა ოჯახს. იგი ერთწლიანი მცენარეა, მისი ფოთლები მუქი-მწვანეა, რომელთაგან ქვედა ყუნწიანია არათანაბრად განკვეთილი, ხოლო ზემოთა ფოთლები მჯდომიარეა, მთლიანი, სახაზავისებრი.
კულტურა როზეტის ფორმირების შემდეგ ინვითარებს 30-60 სმ-მდე სიგრძის ღეროს.
ყვავილები თეთრია, წვრილი. ყვავილობა წარმოებს მაის-ივნისში.
ნაყოფი წარმოადგენს მომრგვალო-კვერცხისებრ ფარებიან ჭოტაკს. რომელიც მომწიფების შემდეგ სკდება შუაზე და მის თითოეულ განყოფილებაში მოიპოვება თითო, ხშირად კი ორ-ორი თესლი.
წიწმატის თესლი ღია-ყავისფერია, 1 გრამში 500 – 600 ცალი თესლია, რომელიც ღივდება 1-3 დღეში, ხოლო აღმოცენების უნარს ინახავს 3-4 წელიწადს.
წიწმატის დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა |
18-20°C |
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა |
60-65% |
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა |
75-80% |
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH |
6,0-6,8 |
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი |
-11°C |
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი |
30-35°C |
სასურველი წინამორბედი კულტურები: მრავალწლიანი ბალახები, კარტოფილი, კიტრი, თავთავიანი, პარკოსანი კულტურები.
არასასურველი წინამორბედი კულტურები: კომბოსტოსნაირები
დამატებითი ინფორმაცია. წიწმატი ყინვაგამძლე მცენარეა, მისი ღივები უძლებს ტემპერატურის -4°C-მდე დაცემას. ხოლო მოზრდილი მცენარე კი არ ზიანდება -10°C-მდე ტემპერატურის დაცემისას. ამის გამო ბარის რაიონებში წიწმატი კარგად იზამთრებს ღია გრუნტში.
წიწმატის თესლი გაღვივებას იწყებს 6–8°С ტემპერატურის პირობებში.
-
სტაფილოს წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 721 ნახვა
-
მავნებელი მწერები - მარწყვის ფოთოლჭამია 15.05.2020 1376 ნახვა
-
ცხენის გაშეშება - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 15.01.2019 1488 ნახვა