კიტრის მავნებლები – თამბაქოს თრიფსი
20 / 03 / 2019

აღწერილობა . თამბაქოს თრიფსი (ლათ. Trips tabaci Lind) მცირე ზომის ყვითელი მწერია, 0,8-0,9 მმ სიგრძის. აქვს ვიწრო ფრთები და გაბრტყელებული ტანი. ერთი მდედრი დებს 50-დან 60-მდე მცირე ზომის (0,2-1,25 მმ სიგრძის) მოთეთრო ფერის კვერცხს. კვერცხი იდება მკვებავ მცენარეთა ფოთლების მესრისებრ ქსოვილში, ქვედა მხრიდან. კვერცხებიდან იჩეკებიან უფრთო, თავდაპირველად მოთეთრო ფერის და შემდგომ მომწვანო-ყვითელი ფერის მატლები. ნიმფა ყვითელი ფერისაა ფრთები რუდიმენტის სახით აქვს.
მავნებელი ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებსა და ნიადაგის ზედა ფენებში. საქართველოს პირობებში მავნებელს შეუძლია 6-7 თაობის მოცემა.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებლის მიერ დაზიანებულ ფოთლებზე ჩნდება მოთეთრო ლაქები. დაზიანებული ფოთლები ხმებიან, რის შედეგადაც ფერხდება მცენარის განვითარება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა;
  • სარეველებისა და მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • ნიადაგის ხვნა 25-27 სმ-ის სიღრმეზე;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები