
20 / 03 / 2019
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში). ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფს ოქტომბერში. აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევანი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია. მოჭარბებული ტენიანობის მიუხედავად კლარჯულის მარცვალი არ სკდება და, პროდუქციის ღირსება ამით არ მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მასში გროვდება წყლის დიდი რაოდენობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ყურძნის გემოვნურ თვისებებზე. ამიტომ მიზანშეწონილია რთველის დაგვიანებით ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მარცვალში ზედმეტი წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრაციას.
-
ჭარხლის დაავადებები - ჩითილის ფესვის სიდამპლე 18.01.2019 2374 ნახვა
-
კაკალი - კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება 17.01.2019 3160 ნახვა
-
სათესლე მასალის სტრატიფიკაციის წესი 15.01.2019 2848 ნახვა