იელის მოვლა-გამრავლება და დაავადებები
20 / 03 / 2019

იელი იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გრილ ტყეებში. ბოტანიკოსები იელს უწოდებენ როდოდენდრონების ნაირსახეობას, რომელი მოყავთ ორანჟერიებსა და ოთახებში. ბუნებრივ პირობებში იელი მარადმწვანე ბუჩქია ან პატარა ხე.

ოთახის მცენარე იელი ყვავილობას იწყებს ზამთარში. ძირითადად გვხვდები მისი ორი სახეობა: ინდური და იაპონური იელი.

ინდური იელი პატარა, მარადმწვანე ბუჩქია, 50 სმ სიმაღლის. მისი ფოთლები წვრილია. ზედაპირი მუქი მწვანე, ხოლო მეორე მხარე ბაცი მწვანეა და დაფარულია მოწითალო ბუსუსებით. ყვავილები შეკრებილები არიან ერთად. ყვავიან ერთდროულად. ინდური იელის ყვავილი თეთრიდან მუქ წითლამდე სხვადასხვა შეფერილობას იღებს. ხშირად გვხვდება ასევე ორფეროვანი იელი.
იაპონური იელი, როგორც ქოთნის ყვავილი გვხვდება ძალიან იშვიათად. ის პატარა ბუჩქია მბრწყინავი ფოთლებით, რომელთა სიგრძეც 3-5 სმ-ია. აქვს წვრილი ყვავილები.

იაპონური იელი აყვავების შემდეგ შეგვძლია გადავრგათ ეზოში. ის უძლებს -20°C-მდე ყინვას.
ოთახის იელი პრეტენზიული ყვავილია. ამიტომ ერთხელ აყვავების შემდეგ მას სცვივა ფოთლები და ჭკნება, მაგრამ თუ შევუქმნით მისაღებ პირობებს, ის გაძლებს არა მხოლოდ ერთი წელი.
იელს უყვარს სიგრილე. ტემპერეტურა შეძლებისდა გვარად არ უნდა აღემატებდეს +18-ს, ხოლო მისთვის ოპტიმალურია 10-15 გრადუსი სითბო. ოქტომბერ-დეკემბერში იკეთებს კვირტებს. ამ დროს 13-16 გარუსი ტემპერატურა ხელს უწყობს აყვავებას, მაგრამ თუ ტემპერატურა მკვეთრად დაეცა აყვავების პროცესი გაჭიანურდება. თბილ და მშრალ ოთახებში ამ პირობების შესაქმნელად მეყვავილეები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს: ქოთნის კიდეზე დებენ ყინულს, რწყავენ ცივი წყლით, ან ასხურებენ წყალს, წინააღმდეგ შემთხვევაში იელის ყვავილობის დრო საგრძნობლად მცირდება ან საერთოდაც სცვივა კვირტები.
ასევე მნიშვნელოვანია ნიადაგის ტენიანობა. მისი ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ტენიანი და არა სველი. ტემპერტურის კლებისას წყვეტენ მის მორწყვას, ხოლო მომატებისას ისევ ანახლებენ. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია, იელის ქოთანი უნდა ჩავდგათ წყლიან ჭურჭელში და გავაჩეროთ იმდენი ხანი, სანამ ის არ აითვისებს საკმარის წყალს. ამ პროცედურის შემდეგ რეგულარული მორწყვა განახლდება 2-3 დღის შემდეგ. ზაფხულში იელი უნდა მოირწყას დღეში ორჯერ და არ უნდა დაგვევიწყდეს წყლის მისხურება ფოთლებზე.
იელის მოსარწყავად საუკეთესოა წვიმის წყალი, მაგრამ თუ ვრწყავთ ონკანის წყლით აუცილებელია მისი ადუღება. იელს ძალიან არ უყვარს ხისტი წყალი. ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მორწყათ ლიმნის მჟავის ხსნარით (1 ჩაის ჭიქა 2 ლიტრ წყალზე). ეს დაეხმარება ნიადაგს საჭირო მჟავიანოვის შენარჩუნებაში.
იელის მოვლა ასევე გულისხმობს მისთვის ნათელი ადგილის შერჩევას, თუმა მზის პირდაპირი სხივები მისთვის საზიანოა. ამ დროს მისი ფოთლები ნაოჭდება, ხოლო ყვავილები სცვივა.
ყვავილობის დამთავრების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ მასზე ზრუნვა. პირველ რიგში ქოთანი უნდა გავათავისუფლოთ ჩამოცვენილი ყვავილებისგან, მოვაცილოთ დამჭკნარი ფოთლები. ყვავილობის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც ახალ რტოებზე ჩნდება 3-4 წყვილი ფოთოლი, მცენარე უნდა გავსხლათ. ეს პროცედურა უნდა ჩავატაროთ წელიწადში 3-ჯერ. უკანასკნელად მცენრეს სხლავენ ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში. ეს აუცილებელია.

ყავილობის დამთავრების შემდეგ სუსტ და ძალიან გამოყოფილ ყლორტებს აჭრიან და მცენარეს უცვლიან ნიადაგს. მცენარის გადარგვა საჭიროა ორ წელიწადში ერთხელ. იელისთვის უნდა ავარჩიოთ ფართო ქოთნები, რადგან მისი ფესვთა სისტემა ვითარდება ჰორიზონტალურად და ინვითარებს ფესვებს მიწის ზევით.
გადარგვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ფესვის დასაწყისი არ დაიფაროს მიწით, ამან შესაძლოა დაღუპოს მცენარე, ასევე უნდა ვეცადოთ არ დავაზიანოთ ფესვები, ამისთვის ფესვების გარშემო ნიადაგს არ უნდა შევეხოთ.

გაზაფხულზე შეგვიძლია მცენარე გავიტანოთ გარეთ და მოვათავსოთ ჩრდილში.

გამრავლების წესები. იელს ყველაზე ხშირად ამრავლებენ ვეგეტატიურად, ღეროს გამოყენებით. ეს რთული პროცესია და ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
იღებენ 10-15 სმ-ის სიგრძის ახალგაზრდა ყლორტს. მას ჭრიან ბასრი დანით. აცილებენ ქვედა ფოთლებს. შემდეგ ათავსებენ ტენიან ტორფში 5 სმ სიღრმეზე და მიწას მის გარშემო კარგად ტკეპნიან.
თავზე კი აფარებენ ქილას.

ფესვის გამოსატანად საჭიროა ჰაერის მაღალი ტენიანობა და +25 გრადუსამდე ტემპერატურა.

საჭიროა ყლორტის დღეში სამჯერ განიავება და მისთვის წყლის მისხურება, რომ არ ჩალპეს.

ფესვის გამოტანის პროცესს სჭირდება დაახლოებით ნახევარი წელი. ფესვის გამოტანის შემდეგ მას გადარგავენ და უვლიან ზემოთ აღწერილი წესების მიხედვით.

დაავადებები და ფიზიოლოგიური დარღვევები. იელის ყველა დაავადება დაკავშირებულია ტემპერატურული რეჟიმის დარღვევასთან, არასწორ მორწყვასთან, არასაკმარის განათებასთან, ნიადაგის არასწორ შერჩევასთან და ა. შ.

თუ ჰაერი ძალიან მშრალი და თბილია, ხოლო მორწყვა არასაკმარისი, მცანარე შეიძლება დაზარალდეს ტკიპებისგან. ამ შემთხვევაში ტკიპა ჩნდება ფოთლების შიდა მხარეს და ხვევს მათ თხელ თეთრ ქსელში. ტკიპების განადგურება შესაძლებელია წყლის, თამბაქოს და საპნის სუსტი ნარევის საშუალებით ფოთლების გარცხვით, განიავებით.

ფოთლების გარეცხვის შემთხვევაში საჭიროა ფოთლების გავლება გრილი წყლით. ამ მეთოდის გამოყენება მოგვიხდება რამდენჯერმე, მავნებლების სრულ განადგურებამდე.

მსგავსი სიახლეები