ნიორი - მოვლა-მოყვანის წესები
02 / 03 / 2019

ნიადაგის დამუშავება. ნიორისათვის იდეალურია ქვიშნარები და მსუქბუქი ნიადაგები, ან ნიადაგი რომლეც კარგად ატარებს ჰაერსა და წყალს, აქვს კარგი,  სტრუქტურა და მდიდარია საკვებით.

ნიორის წარმოებისათვის განსაზღვრული ნიადაგი საჭიროა მოიხნას 25-30 სმ. სიღრმეზე, ნაწვერალის აჩეჩვის, ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ. ხვნა ტარდება ნიორის დარგვამდე 2-3 თვით ადრე.

დარგვამდე ჩატარდება კულტივაცია  10-12 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით. ნიადაგის კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს  დაფრეზვა დასჭირდეს.

თესვის წესები და ნორმები. ნიორი შეიძლება დაითესოს როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომით. ნიორს შემოდგომაზე ისეთ დროს რგავენ, რომ დარგულმა კბილებმა ფესვები გაიდგას, მაგრამ აღმოცენება კი ვერ მოასწროს და ამ სახით შეჰყვეს ზამთარს.

დაზაფხულზე ნიორი ირგვება რაც შეიძლება ადრე, როგორც კი გადნება თოვლი.

ნიორი ძირითადად ხელით ითესება, იშვიათ შემთხვევაში ნიორს სპეციალური სათესი მანქანებითაც თესავენ. მანქანით იგი ზოლებრივად ითესება, ხოლო ხელით დათესვისას რიგთაშორის მანძილი უნდა იყოს 30-45 სმ, ხოლო კბილებს შორის მანძილი კი 8-10 სმ. დასათესი კბილების რაოდენობა დამოკიდებულია კბილების მასაზე. საშუალოდ ერთ ჰა-ზე ითესება 500-დან 1000 კგ-მდე.

ნიორის ჩათესვის სიღრმე შემოდგომაზე დარგვისას 4-5 სმ-ია, ხოლო გაზაფხულზე დარგვისას კი 2-3 სმ.

მორწყვა. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ნიორი 2-3-ჯერ, უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა წვეთოვანი სისტემის გამოყენებისას, ერთ ჰა-ზე არის 35-50 კუბ.მ.
მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

ნიადაგის განოყიერება. ნიორის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

საორიენტაციოდ, 1ჰა-ზე 15 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

  • აზოტი N – 132 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი – 72 კგ.(სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K – 108 კგ. (სუფთა ნივთიერება).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი— ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით;
  • ფოსფორი— 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი— 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

წინამორბედი კულტურის ქვეშ 1 ჰა-ზე 40 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანისას მინერალური სასუქების შეტანა აღარ იქნება საჭირო.  

გაფხვიერება-კულტივაცია. ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია რომ ნიორის ნიადაგი მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და ფართობში არ გაჩნდეს სარეველები. ამ მიზნით, უშუალოდ ფართობში არსებული სიტუაციიდან გამომდენარე შესაძლოა ჩატარდეს ერთი, ან მეტი კულტივაცია გაფხვიერება და სარეველების მოცილება.

მსგავსი სიახლეები