კაკლის ფომოპსისი – სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Phomopsis juglandis Grov.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 15-20°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადებული მცენარის ფოთოლი გაყვითლებულია, ხმება და ცვივა. ნერგებს აღენიშნება კიბოსებრი წარმონაქმნები ფესვის ყელზე.

ღეროებზე და ტოტებზე ვითარდება შავი წერტილების მქონე მონაცრისფრო ლაქები.

დაავადების ძლიერად განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია ნერგის სრული გახმობა.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ტოტების მოჭრა და განადგურება.
  • ნაკვეთების რეგულარული გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე საჭიროა ხეების 3%-იანი ბორდოული სითხით დამუშავება. ხოლო ვეგეტაციის პერიოდში კი გამოიყენება კაპტანის, მანკოცების, პროპინების, ტრიფლოქსისტრობინის, სპილენძის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები