პომიდორის ნაცარი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Leveillula taurica და Erysiphe cichoracearum

დაავადების სიმპტომები – ფოთლის ზედაპირზე ჩნდება ღია მწვანიდან ყვითელ შეფერილობაში გარდამავალი ლაქები. ამ ლაქებს, როგორც წესი, არ აქვთ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, დროთა განმავლობაში ფოთლებზე ვითარდება თეთრი ფერის ნადები, რომელიც მთავარი მახასიათებელია პომიდვრის ნაცრისათვის.
პომიდვრის ნაცარი გაცილებით აგრესიულია სხვა კულტურების ნაცართან შედარებით. როდესაც ფოთოლი ინფიცირდება, ის სწრაფად იღებს ნაცრისფერ შეფერილობას და მცენარეზევე ჭკნება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • მცენარეთა ოპტიმალური კვების არეების დაცვა.
  • დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება.
  • ნაცრისადმი გამძლე პომიდორის ჯიშების/ჰიბრიდების წარმოება.
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები