სტაფილო - აგრობიოლოგიური დახასიათება, სახეობები
18 / 01 / 2019

წარმოშობა და ბოტანიკური აღწერილობა. სტაფილო (Daucuscarota var. sativus) ქოლგოსანთა ოჯახის (Umbelliferae) წარმომადგენელი მცენარეა. მისი ველური ფორმები ფართოდ არის გავრცელებული ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანამიროზე. გარდა ამისა, გარეულად მოზარდი სტაფილო გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თითქმის ყველგან.

სტაფილო ორწლიანი, ჯვარედინად დამტვერავი მცენარეა. პირველ წელს უვითარდება ფოთლის როზეტი და ძირხვენა, მეორე წელს საყვავილე ღერო, რთული ქოლგისმაგვარი ყვავილებით და აგრეთვე დიდი რაოდენობით წვრილი თეთრი ყვავილებით.

სტაფილოს ყვავილები პატარაა, ორსვეტიანი, აქვს ხუთი მტვრიანა და თეთრი გვირგვინის ფორცლები.
სათესლე მასალას წარმოადგენს ორმარცვლიანი წვრილი ნაყოფები, რომლებიც ფაქტიურად ორთესლიანი მარცვლებია, რომლებიც მომწიფებისას იყოფა ორ თესლად. თესლი მწიფდება განაყოფიერებიდან 60-65 დღეში. თესლი ბრტყელი, ოთხმწკრივიანი საჭერებით, რომლებიც ერთნამეთს ეკვრიან და ქმნიან კოშტს.
ფოთოლი ძირითადად სამკუთხა ფორმისაა, გრძელყუნწიანი. ფოთლის ფირფიტა ფრთისებრგანკვეთილი, ლანცეტა დაყოფილი მრგვალკბილა მსხვილ სეგმენტებად.

ძირხვენა ექვსი ტიპისაა: მომრგვალო, ოვალური, შემოკლებულ კონუსური, ცილინდრული, წაგრძელებული ბლაგვი ბოლოთი, გრძელი კონუსური, მახვილი ბოლოთი.

ძირხვენის ზედაპირი შეიძლება იყოს: გლუვი, მცირე მეჭეჭიანი, საშუალო და დიდმეჭეჭიანი.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. სტაფილო სიცივის ამტანი მცენარეა. თესლი აღმოცენებას იწყებს 3-6°С ტემპერატურაზე. აღმონაცენი იტანს გაზაფხულის წაყინვებს -3-4°С-მდე. თესლი ზრდას იწყებს როდესაც ნიადაგის ტემპერატურა მცენარის 4-6°С, (ამიტომ ხშირად თესავენ ზამთარში).
ძირხვენა ყინვების ნაკლებგამძლეა. ნიადაგში შეუძლია აიტანოს -2°С და მეტი ყინვა. სტაფილო ნაკლებ გამძლეა მაღალი ტემპერატურის, განსაკუთრებით ძირების დამსხვილების ფაზაში.
სასურველ ტემპერატურულ ზღვრებზე (16±7°С) დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის ზრდაში ჩამორჩენა, ძირხვენის გაფერმკრთალება და წაგრძელება. 2,5 სმ-ზე მოკლე დიამეტრის მქონე ძირხვენებიანი სტაფილოს სახეობები სიცივით მიღებული დაზიანებებისადმი შედარებით ნაკლები გამძლეობით ხასიათდება, ვიდრე უფრო ფართო ძირხვენის მქონე სახეობები.
სინათლის ინტესივობის მიმართ სტაფილო საშუალოდ მომთხოვნია. განათებისადმი განსაკუთრებულ მოთხოვნილებას აყენებს ზრდა-განვითარების პირველ პერიოდში. სინათლის უკმარისობა იწვევს მცენარეების აწოწვას და მოსავლის შემცირებას.

სტაფილო ტენის ზომიერად მომთხოვნი კულტურაა. ნიადაგის ტენისადმი დიდი მოთხოვნილებით გამოირჩევა, განსაკუთრებით თესლის გაღივების და ზრდის პირველ ფაზებში. ჭარბი ტენიანობა კი იწვევს ძირის სუსტ განვიტარებას, სოკოვან დაავადებათა განვითარებას, ძირების დალპობას, მოსავლიანობის დაწევას. ამიტომ ჭარბტენიან ადგილებში უმჯობესია კულტურის მოყვანა შემაღლებულ ბაზოებზე.
სტაფილოსათვის საჭიროა ღრმად დამუშავებული, სარეველებისაგან გაწმენდილი ფხვიერი ნიადაგი. იგი კარგად იზრდება ნეშომპალით მდიდარ ქვიშნარ, თიხნარ ნიადაგებზე. მძიმე უსტრუქტურო ნიადაგები სტაფილოსათვის გამოუსადეგარია, რადგანაც მათ უნვითარდებათ ძლიერი ქერქი, რაც ხელს უშლის ღივების აღმოცენებას. ვერ იტანს მჟავე დამარილებულ ნიადაგებს.

ქიმიური შემადგენლობასტაფილო შეიცავს ვიტამინებს – A, B1, B2, ჩ, E1, P, კალციუმს, იოდს, ნატრიუმს და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს. გარდა ამისა, სტაფილოს შემადგენლობაში შედის უჯრედისი, ნაცარი, უაზოტო ნივთიერებები, შაქრები, ცხიმები და სხვ.

გავრცელებული სახეობები. არსებობს სტაფილოს ოთხი ძირითადი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ბევრ სახეობას.
I - შანტენის ჯგუფი. ამ ჯგუფში ერთიანდება სტაფილოს სახეობები, რომელთაც აქვთ ვიწრო ძირხვენები ბლაგვი დაბოლოებით. ამ ჯგუფის ძირხვენების დიამეტრი მერყეობს 1-დან 1,5 სმ-მდე, ხოლო სიგრძე კი 12-დან 16 სმ-მდე. ძირითადად ღია ნარინჯისფერია, აქვს ასევე მკრთალად გამოხატული წითელი შეფერილობა ძირხვენის ფუძესთან. ამ ჯგუფის სახეობები გამოიყენება როგორც ნედლი სახით რეალიზაციისათვის, ასევე გადამუშავებისათვის.

II - იმპერატორი და დენვერის ჯგუფი. იმპერატორი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯგუფია ნედლი სახით რეალიზაციაში. ძირხვენების საშუალო დიამეტრი 3-4 სმ-ია, ხოლო საშუალო სიგრძე – 15-25 სმ. ამ ჯგუფის წარმომადგენელი სახეობები გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. შედარებით დიდი ძირხვენები შესაძლოა გახევდეს შენახვისას, უფრო მცირე ზომის ძირხვენებს კი კარგი შენახვისუნარი აქვთ. დენვერის სუბჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ მკვეთრი ნარინჯისფერი შეფერილობის ცენტრი, ხოლო სიგანესა და სიგრძეში არიან იმპერატორის ჯგუფის წარმომადგენელთა იდენტურნი.

III - ნანტის ჯგუფი. იწარმოება ნედლი სახით რეალიზაციისათვის. ამ ჯგუფის წარმომადგენელ სტაფილოებს აქვთ ცილინდრული ფორმის ძირხვენები. საშუალო დიამეტრი დაახლოებით 4 სმ-ია, ხოლო სიგრძე – 16-18 სმ. ძირხვენის ზედაპირი გლუვია, რბილობი კი – მკვეთრი ნარინჯისფერი. აქვს მცირე ზომის ცენტრი.

IV - ამსტერდამის ჯგუფი. ძირითადად იწარმოება ნედლი სახით რეალიზაციისათვის. ამ ჯგუფის წარმომადგენელი სტაფილოების სახეობების წარმოება შედარებით მარტივია. ძირხვენის შიგთავსი მკვეთრი ნარინჯისფერია, სიგრძე დაახლოებით 15 სმ-ია. აქვს მომრგვალებული ბოლო. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა წარმოება შესაძლებელია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში.

მსგავსი სიახლეები