კაკლის ბუგრი – აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
18 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდებაChromaphis juglandicola Kalt. 

აღწერილობაფრთიანი ბუგრის სხეული და ულვაშები ღია-ყვითელი ფერისაა. აქვს ექვსნაწევრიანი ულვაშები, წითელი თვალები და მოკლე კუდი.

მავნებელი ცხოვრობს ფოთლების ქვედა მხარეებზე, გაფანტულ კოლონიებად. იზამთრებს კვერცხის ფაზაში, უმთავრესად კაკლის ახალგაზრდა ყლორტებზე არსებულ ფოთლებზე.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობააზიანებს კაკლის კულტურას. მავნებელი იკვებება ფოთლის წვენით. დაზიანებული ფოთოლი სუსტდება და უჩნდება მუქი ფერის დაზიანებული უბნები. ასეთი ფოთლები ადვილად შესაძლოა დაზიანდეს მზის ზემოქმედების შედეგად.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ფოთლების მოცილება მცენარეებიდან.

წამლობები. პესტიციდებიდან გამოიყენება დიმეთოატის, იმიდაკლოპრიდის, ქლორპირიფოსის, ალფა-ციპერმეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები

მსგავსი სიახლეები