პომიდორის სეპტორიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Septoria lycopersici

დაავადების სიმპტომები – სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს ფოთლებსა და ღეროზე მცენარის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა ისინი შესამჩნევია ძირითადად ნაყოფის გამონასკვის სტადიაზე. ამ დროს ფოთოლზე ჩნდება წყლიანი მცირე ზომის წრიული ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები იზრდება და მათი დიამეტრი აღწევს 2-5 მმ-ს. ლაქებს აქვთ მუქი საზღვრები და ღია ფერის ცენტრი.
წვიმიან და ცხელ ამინდში დაავადება სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდა ფოთლებზეც. როდესაც ფოთლები ძლიერადაა დაინფიცირებული, ისინი თანდათან ცვივა, გაშიშვლებული ნაყოფები კი ადვილად ზიანდება მზისაგან. დაზიანებული მცენარე ივითარებს ნაყოფს, რომელიც ნაადრევად წითლდება და ნაკლებად შეიცავს შაქარს. დაავადების გამომწვევები შესაძლოა განვითარდნენ სხვადასხვა სახეობის სარეველებზე.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში).
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები