ცერეცო - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა.ცერეცო მოითხოვს კარგად განათებულ, განოყიერებულ, დრენირებულ და კარგი ჰაერაციის ნიადაგებს (სუბსტრატს).

ცერეცოს წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 6,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ოხრახუშის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ცერეცოს წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ცერეცოსათვის განკუთვნილი ნიადაგი კულტურის ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა შენარჩუნებული იქნას სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში.
აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.
გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ და შემდეგ დაითესოს.
კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. დასათესად გამზადებული ნიადაგი სწორი ზედაპირის და ფხვიერი უნდა იყოს.

ნიადაგის თესვისწინა დამუშავებანიადაგი უნდა გასუფთავდეს წინამორბედი კულტურებიდან. დაცული გრუნტის შემთხვევაში ნიადაგის მიწას შემოდგომაზე ამზადებენ, რათა ორგანულმა სასუქმა და გამაფხვიერებელმა მასალებმა დაშლა მოასწროს, ზამთრისთვის მომზადებული მავნებლები კი დაიღუპოს. სათბურებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად 1 ჰა-ზე შეგვაქვს 20 ტონა გადამწვარი ნაკელი. აზოტიანი, კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქები.

თესვადახურულ გრუნტში ცერეცოს თესვა შეიძლება წელიწადის სხვადასხვა ვადებში. ხშირ შემთხვევაში ითესება პამიდორის, ბადრიჯნის, კიტრისა და წიწაკის მოსავლის აღების შემდეგ.
ცერეცოს თესავენ მობნევით ან მწკრივად. დათესვამდე 4-5 დღით ადრე მიმართავენ თესლის დალბობას. წყალს 3-4-ჯერ უცვლიან. დათესვის წინ თესლს შეაშრობენ, რომ შესაძლებელი იყოს მობნევა.
ღია გრუნტში წარმოებისათვის განსაზღვრული ცერეცო კი ითესება უმთავრესად აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში.
თესვის ნორმა. მწკრივთაშორის მანძილი 18-20 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10 სმ. ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ, დათესვის ხარჯი 12-15 კგ/ჰა-ზე (1,2-1,5 გრ 1 კვადრატულ მეტრზე).
გასათვალისწინებელია რომ ინტენსიურ (გახშირებულ) ნათესებში ცერეცოს ზრდა ფერხდება.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვებამოხვნის წინ ორგანული სასუქი შეაქვთ 20 ტონა. ერთ ჰექტარზე საჭიროა აზოტიანი სასუქი (ამონიუმის გვარჯილა) 600 კგ ვეგეტაციის პერიოდში, ფოსფორიანი სასუქი (სუპერფოსფატი) 280 კგ/ჰა ვეგეტაციის განმავლობაში.
უშუალოდ ვეგეტაციის განმავლობაში კარგ შედეგს იძლევა ორგანულ-ბაქტერიული სასუქით, ორგანიკათი ნათესების საშუალოდ 2-3 ჯერ დამუშავება (0,5 ლ/ჰა-ზე).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მორწყვა. ცერეცოს კულტურა ტენის მოყვარულია, რეგულარული მორწყვა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავალს. გარდა ამისა, ტენის ნაკლებობა იწვევს მცენარის გაყვითლებას. თუმცა გადაჭარბება იწვევს ეთერზეთების შემცველობის შემცირებას და ამასთან იზრდება დაავადებების რისკი.
მორწყვა აუცილებელია კვირაში 1-2, რაოდენობით – 6 ლიტრი 1მ²-ზე.

მოსავლის აღება-შენახვა. მწვანილად ცერეცოს იღებენ დათესვიდან 35-50 დღეში, როდესაც მცენარე მიაღწევს 10 სმ სიმაღლეს. მწნილების დასამზადებლად კი ცერეცოს იღებენ დათესვიდან 85-90 დღის შემდეგ, როდესაც მცენარე ყვავილობს ან დაყვავილებულია.

მოსავალს იღებენ მთელ მცენარეს ძირზე შეჭრით ან ფოთლების მოკრეფით. კრავენ პატარა კონებად და ისე აგზავნიან დანიშნულებისამებრ. მწნილების დასამზადებლად იღებენ დათესვიდან 85-90 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეები უკვე ყვავილობენ ან დაყვავილებული არიან.

მსგავსი სიახლეები