მაყვალი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

ზოგადი დახასიათება. მაყვალი  (ლათ. Rubus fruticosus) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი მცენარეა.  ნარგავებს ხშირად გააჩნიათ აქვთ ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. ნაყოფი წითელია ან მოწითალო-მოშავო. მაყვალის დაახლოებით 200-მდე სახეობა არის გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

მაყვალი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, უმეტესად ბუჩქებია აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი  შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებია,  ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.მაყვლის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.  იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ხარობს ზომიერ ჩრდილში. ყვავის მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფი მწიფდება დაყვავილებიდან დაახლოებით 1 თვეში.

ღეროს  ზრდის  თავისებურებების  მიხედვით  განასხვავებენ მაყვლის სამ ფორმას. ესენია: სწორმდგომი, ნახევრად სწორმდგომი და მხვიარა. მსხმოიარობის მახასიათებლების საფუძველზე მაყვლის ჯიშები  ჯგუფდება  ორ  ნაწილად,  ესენია:  მეორე  წლის ტოტებზე მსხმოიარე (floricane) და პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე (Primocane).

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. მაყვლის მაღალი მოსავალი მიიღება ნაყოფიერ ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე, მძიმე თიხნარ და მაღალკარბონატულ ნიადაგებზე მოსავლიანობა კლებულობს.

მაყვალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, ამიტომ იგი სარწყავ ნაკვეთებში უნდა გავაშენოთ. მაყვლის გასაშენებლად უნდა გამოვყოთ ღრმა ნაყოფიერი ნიადაგები, საუკეთესოა როდესაც ნიადაგის  pH-ის მაჩვენებელი მერყეობს 6.0- 7.0-ს შორის.

მაყვალი კარგად ხარობს შავმიწა ნიადაგზეც, რომლის კარბონატული ფენა 1,2-1,3 მეტრით დაბლა გადის.

ქვენიადაგი უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს.

ძალზე მძიმე თიხნარი ნიადაგები მაყვლის გამრავლებისთვის არ გამოდგება.

ქიმიური შემადგენლობა. მაყვლის ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს.

მსგავსი სიახლეები