ცერეცო - აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

ზოგადი აღწერილობა. ცერეცო  (ლათ. Anethum graveolens L.) მიეკუთვნება ქოლგოსანთა (Apiaceae) ოჯახს. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. იგი ერთწლიანი მცენარეა. ფესვი მთავარღერძიანია, დატოტვილი. მისი ძირითადი მასა განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში 20 სმ-ის სიღრმეზე. ცერეცოს თესლი შედარებით მსხვილია, ბრტყელი მაგრამ მსუბუქი.1გრ. თესლში 700-1000 მარცვალია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წლი. თესლი შეიცავს 2,5% ცერეცოს ზეთს და მაგარი გარეკანი აქვს, რის გამოც ნელა ღივდება. ღივები ღია გრუნტში 16-20 დღის შემდეგ ამოდიან. სათბურში თესვისას დათესვამდე 4-5 დღით ადრე ალბობენ რათა მიიღონ ადრეული აღმონაცენი. ღერო სწორმდგომია სისქის მიხედვით ღერო არის მსხვილი (2სმ-ის) და წვრილი (0,5 სმ -ის) ღეროს სიმსქის მიხედვით არის წვრილი და მსხვილი. ცერეცოს ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მათი სიგრძე 15-25 სმ-ია, ფოთლები მწვანეა, ჯიშებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაოდენობის ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული, ყვავილი ქოლგაა.
ამჟამად ცერეცო ფართოდ გავრცელებული კულტურაა. საქართველოში თითქმის ყველა რაიონში მოყავთ. გვხვდება 1200 მეტრამდე ზღვის დონიდან.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. ცერეცო სიცივისამტანი, ყინვაგამძლე მცენარეა. ღივები უძლებს -5°C -ს, რის გამოც ბარის რაიონებში იგი კარგად ზამთრობს. ოპტიმალური ტემპერატურა ცერეცოს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის არის 15-18°C.

ცერეცო განათების მიმართ მომთხოვნია. იგი გრძელი დღის მცენარეა. გრძელი დღის ხანგრძლივი განათების პირობებში ის სწრაფად ღეროიანდება. შესუსტებული განათების პირობებში ცერეცოს მოყვანისას საერთო მოსავალიც მცირდება და პროდუქციის ხარისხიც, განსაკუთრებით მისი არომატულობაა დაბალი. ამიტომ შესუსტებული განათების პირობებში მისი მოყვანა არასასურველია.
ნიადაგში ტენის ნაკლებობა მას ძლიერ ზიანს არაყენებს. იგი მოითხოვს აგრეთვე ჰაერის შემცირებულ შეფარდებით ტენიანობას 60-70%-ის ფარგლებში. სწორედ ასეთი ცერეცო ცერეცო მოითხოვს კარგად განათებულ, განოყიერებულ, დრენირებულ და კარგი ჰაერაციის ნიადაგებს (სუბსტრატს).
ქიმიური შემადგენლობა. ცერეცო თავისი ქიმიური შედგენილობით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულად ითვლება. იგი საშუალოდ შეიცავს: 83,8% წყალს, 3,5% აზოტოვან ნივთიერებებს, 7,3% ნახშირწყლებს, 2,1% უჯრედისს და 2,4% ნაცარს. ცერეცო შეიცავს აგრეთვე A (6,25 მგ%) ვიტამინს და C (135 მგ%) ვიტამინს.

ადგილი თესლბრუნვაში. ერთსა და იმავე ბოტანიკურ ჯგუფში შემავალი მცენარეები მოყვანის ერთნაირ პირობებს მოითხოვენ, გამრავლების წესების მიხედვითაც მსგავსნი არიან, ერთი და იგივე მავნებლითა და დაავადებით ზიანდებიან. ერთი რომელიმე კულტურის ხანგრძლივად იგივე ადგილას მოყვანა იწვევს მოსავლის შემცირებას. ცერეცო, ისევე როგორც სტაფილო, ნიახური, ქინძი, ოხრახუში და კამა ქოლგოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი თესვა რეკომენდირებულია სასუქებზე დიდი მოთხოვნილების მქონე ბოსტნეული კულტურების (კომბოსტო, კიტრი, ხახვი, ნესვი, საზამთრო, ისპანახი, სალათა და წიწმატი) მოყვანის მეორე წელს.

მსგავსი სიახლეები