ბადრიჯნის სტოლბური – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Phytoplasma.

დაავადების გაავრცელება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მიკოპლაზმის გადამტანი მავნებლების – Hyalestes გვარის ჭიჭინობელების გამრავლების ინტენსივობასთან. ჭიჭინობელების მატლები იზამთრებენ სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ფესვებზე, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინდვრის ხვართქლა. სტოლბურს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ციკლურობა – ეპიფიტოთიის დასრულების შემდეგ შეინიშნება დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი შესუსტება.

დაავადების სიმპტომები. პირველი ნიშნები ჩნდება სუსტი ქლოროზისა და ფოთლების ზომაში შემცირების სახით. მოგვიანებით დაავადებული მცენარეები კარგად გამოირჩევა საღი მცენარეებისაგან, რადგან ზემო იარუსის ფოთლებზე ვითარდება ძლიერი ქლოროზი და მწვანე შეფერილობას ინარჩუნებენ მხოლოდ ფოთლის ძარღვებთან ახლოს მდებარე ქსოვილები. ფოთლები იხვევა და აქვთ იისფერი შეფერილობა. დაზიანება დროთა განმავლობაში ვრცელდება ქვემო იარუსის ფოთლებზეც. ამ პროცესის პარალელურად ფოთლები იწყებს ცვენას. არ ცვივა მხოლოდ მცენარის წვეროში მდებარე ახალგაზრდა ფოთლები.

დაავადების გაჩენამდე ფორმირებული ნაყოფები ჭკნება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ძლიერ დაზიანებულ მინდვრებში რეკომენდებულია ბადრიჯნის ადრეული დარგვა გადამტანი მწერების ფრენის წინსწრების მიზნით, რომელიც იწყება ივნისის დასაწყისში ან მის შუა რიცხვებში;
  • ბადრიჯნის დარგვა უნდა მოხდეს მაქსიმალურად სქლად;
  • კარგ შედეგს იძლევა ბადრიჯნის ნათესებში სიმინდის ან მზესუმზირის შეთესვა, რის შედეგადაც რთულდება მავნებლების ფრენა;
  • ქიმიური წამლობების დროული ჩატარება ჭიჭინობელების წინააღმდეგ (უპირატესობა უნდა მიენიჭოს გახანგრძლივებული მოქმედების უნარის მქონე სისტემურ პრეპარატებს).
მსგავსი სიახლეები