
გამომწვევი სოკო – Peronospora schachtii.
დაავადება ვითარდება ნესტიან და ცივ ამინდში, ძირითადად ზაფხულის პირველ პერიოდში. ყველაზე მოკლე საინკუბაციო პერიოდი აღინიშნება მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 16ºC-ია. დაავადების გამომწვევი იზამთრებს ჭარხლის ძირხვენის ზედაპირზე, დაძიანებულ მცენარეთა ნარჩენებში და თესლებში. დაავადებული სათესლე მასალის გამოყენება ისევ ავადმყოფ მცენარეს იძლევა.
დაავადების სიმპტომები . დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება ახალგაზრდა ფოთლებზე ყვითელი ლაქების სახით. დროთა განმავლობაში ლაქები ხმება და ხდება ყავისფერი. ფოთლის ქვედა მხარეზე, ლაქების ქვეშ ჩნდება მონაცრისფრო-იისფერი ფიფქი, რომელიც შედგება კონიდიათმტარებისაგან. ასეთივე ფიფქი შესაძლოა დაფიქსირდეს კულტურის სხვა მიწისზედა ნაწილებზეც.
ფოთოლი თითქოს სქელდება, ხდება უფრო მტვრევადი და კიდეებით ქვედა მხარეზეა დაშვებული. დაავადების ძლიერი განვითარების შემთხვევაში ფოთლები დახუჭუჭებულივითაა, განუწყვეტლივ მუქდება და ხმება. ხდება მცენარის ფიზიოლოგიური პროცესების მოშლა.
ბრძოლის ღონისძიებები:
- კულტურათა მონაცვლეობის დაცვა.
- სწორი გამოკვება მინერალური სასუქებით.
- მცენარეული ნარჩენებისგანადგურება.
- შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
-
მოცხარის ჯიშები - ბოლდუინი 18.01.2019 1789 ნახვა
-
ვაშლის ქეცი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 11.01.2019 6071 ნახვა
-
ტრაქტორები - გასაყიდი ტრაქტორების-ტექნიკის საიტების განახლებადი სია 02.03.2019 13844 ნახვა