პომიდორის დაავადებები - ფუზარიოზული ჭკნობა
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Fusarium oxysporum f. sp. Lycopersici

დაავადების სიმპტომები – დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება ცალკეულ ფოთლებზე, რომლებიც ჭკნება და ცვივა. დაავადება ვითარდება ასევე იწყებს განვითარებას ღეროს შიგთავსში, მცენარეებს აღენიშნებათ სიყვითლის პროგრესული პროცესი და ჭკნობა, რაც, ჩვეულებრივ, იწყება მცენარის ქვედა იარუსებიდან. გაყვითლებული და დამჭკნარი ფოთლები ადრეულად ცვივა.
დაავადებული ჩითილები წყვეტენ ზრდას. ხნიერი ფოთლები იხვევა და ცვივა. მცენარე კი იღუპება. ნაყოფის დაზიანებისას შიგთავსი იღებს მოყავისფრო შეფერილობას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • საღი სათესლე/სარგავი მასალის გამოყენება.
  • დაავადებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების წარმოება.
  • დაავადებული მცენარეების მოცილება და განადგურება.
  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში).
მსგავსი სიახლეები