
გამომწვევი სოკო – Cercospora beticola Sacc.
ცერკოსპორიოზი ჭარხლის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა. ის აზიანებს არამხოლოდ ჭარხლის სახეობებს, არამედ იონჯას, ბარდას, ხვართქლას, ჯიჯილაყას და სხვა კულტურულ და ველურ მცენარეებს. (დაახლოებით 40-მდე სახეობა).
დაავადების წყაროს წარმოადგენს მიცელიუმი, რომელიც ძირითადად იზამთრებს დაზიანებულ მცენარეთა ნარჩენებში და ჭარხალზე.
დაავადების განვითარების ხელშემწყობ კლიმატურ პირობას წარმოადგენს დაბალი ტემპერატურა და სინოტივე (საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 15ºC და ჰაერის დღე-ღამური ტენიანობა 70%).დაავადება ძლიერება ჭარხლის ნათესის ჩახშირების და მონოკულტურის წარმოებისას.
დაავადების სიმპტომები – როდესაც დაავადება სუსტადაა განვითარებული, მაშინ ქვედა ფოთლებზე ვითარდება წვრილი ლაქები (2-4 მმ დიამეტრის). ლაქა მონაცრისფროა და აქვს მკვეთრად გამოკვეთილი წითელი არშია. ნესტიან ამინდებში ლაქებზე (ორივე მხარეს) ვითარდება ყავისფერი ნადები. ლაქის ცენტრი თეთრია, იგი მალე იშლება, ნალაქავარი იჩვრიტება და ხდება ფოთლის ფირფიტის დაცხავება.
დაავადების ძლიერი განვითარებისას ლაქების რიცხვი მატულობს და მთლიანად ფარავს ფოთლის ფირფიტას. შედეგად ფოთლები იწყება ფოთლების ხმობის პროცესი, რომელიც ვითარდება ჯერ ქვედა ფოთლებიდან და თანდათან გადადის ზედა, ახალგაზრდა ფოთლებზე.
ბრძოლის ღონისძიებები:
- მცენარეული ნარჩენების განადგურება;
- კულტურათა მონაცვლეობა;
- მცენარეთა და რიგთაშორის შესაბამისი მანძილების დაცვა;
- შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
-
დაფნის წამლობების ტაბულა 17.09.2019 1329 ნახვა
-
სალათის ფიზიოლოგიური დარღვევები შენახვის პერიოდში 15.01.2019 2257 ნახვა
-
ფრინველის ასკარიდიოზი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა 15.01.2019 2508 ნახვა