ნიახური - აგებულება, სასარგებლო თვისებები
18 / 01 / 2019

ნიახური (რუს. Сельдерей пахучий; ლათ. Apium graveolens L.) ორწლიანი ბალახოვანი მცენარე Umbelliferae ოჯახიდან.

გამოსაყენებელი ნაწილი. ფესვი და ნაყოფი.

ქიმიური შემადგენლობა. ფესვებში – ეთერზეთები, სახამებელი, ვიტამინები: B1, B2, PP და C; მინერალური ნივთიერებები (Ca, Na, K, Mg, P და სხვა), პურინები, გლუტამინი, ამინომჟავები და ა.შ. ნაყოფში – ეთერზეთები, გლიკოზიდები და ა.შ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება. თორკმლების მოქმედების მასტიმულირებელი, მადის, სასქესო ორგანოების სისხლმომარაგების მომმატებელი, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი, მალარიის საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და მსუბუქი საფაღარათო.

გამოყენება მედიცინაში. შარდკენჭოვანი დაავადებების, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთების, ქრონიკული კოლიტის, გასტრიტის, ძილის დარღვევის, ნევროზების, ასთენიური მდგომარეობის უმადობის დროს.

ნიახური სხეულის სიჯანსაღისთვის. შეიცავს ვიტამინ C-ს. ეს ვიტამინი გაციების საწინააღმდეგოა, ასევე ამცირებს ასთმისა და ართრიტების პრობლემას. ასევე მცირდება გულის დაავადებებისა და კიბოს რისკი.

წნევის რეგულატორი. ეს თვისება ნიახურში ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში აღმოუჩენიათ.  თუმცა მეცნიერულად დასაბუთდა ევროპაში, იგი შეიცავს პტალიდებს, რაც წარმოქმნის მეტ სივრცეს სისხლძარღვებისთვის, ეს კი ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებასა და წნევის დაწევას.

ქოლესტერინის მტერი. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნიახურის 8 კვირიანი რეგულარული მიღების შემდეგ ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

უკუჩვენება: უძილობა.

დამზადების წესი: მზადდება ნაყენი - 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა ცივ ანადუღარ წყალს.აჩერებენ 2 საათს და წურავენ მარლის 2-3 ფენაში.

მიღების წესი: 1/3 ჭიქა 3 ჯერ დღეში.მადის სტიმულაციისათვის ნაყენს ღებულობენ 30 წუთით ადრე ჭამამდე.

მსგავსი სიახლეები