ქონდარი – თესვა გამრავლება, მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება: Satureja hortensis.

ბოტანიკური დახასიათება. ქონდარი ერთწლიანი მცენარეა. ეკუთვნის ტუჩოსანთა ოჯახს. მცენარის ღერო დატოტვილია, აღწევს 15-30 სმ სიმაღლეს, ფოთლები ლანცეტაა, ყვავილედი შედგება 3-5 ყვავილისაგან თესლი წვრილია, მრგვალი მომწვანო რუხი ფერის. გაღივებისათვის საჭიროა 8-10 დღე. აღმოცენების უნარს ინახავს 1-2 წელს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. სითბოს მოყვარული მცენარეა, აღმოცენებას იწყებს 20-30°C-ზე. ღივი ამოდის 12-14 დღეში. ტენის საკმაოდ კარგი მომთხოვნია, ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია.

ნიადაგის დამუშავებაქონდარისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

თესვა-რგვა. ქონდარი მოჰყავთ თესლითაც და ჩითილის დარგვითაც. ქონდარს თესავენ აპრილში მწკრივებად ან ზოლებრივად. თესლი მიწით იფარება მსუბუქად – ღრმად ჩათესვა დაუშვებელია. ჩითილებით გამრავლების დროს ჩითილები გამოყავთ ცალკე კვალსათბურებში და შემდეგ ანხორციელებენ მათ გადარგვას ღია გრუნტში.

ჩითილის ღია გრუნტში გადარგვისას მცენარეებს შორის მანძილს ტოვებენ 20-25 სმ-მდე.

ჩითილის ხნოვანება 30-35 დღეა – ანუ გადასარგავად გამოიყენება 30-35 დღის ხნოვანების ჩითილები, შესაბამისად ჩითილების გამოსაყვანად თესლის თესვა უნდა დავიწყოთ იმ ანგარიშით, რომ აპრილის თვეში მივიღოთ აღნიშნული ასაკის ჩითილები.

მოსავლის აღება. ქონდარს იღებენ ყვავილობის დროს, რომელიც იწყება ივლისიდან და გრძელდება ნოემბრამდე. შემდეგ ახმობენ და ისე ინახავენ.

მსგავსი სიახლეები