პომიდორის ფიტოფტორა – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Phytophthora infestants

დაავადების სიმპტომები – ფოთლების დაზიანებისას უპირატესად ფოთლის ფირფიტის ნაპირებში ყალიბდება ღია მწვანე წყლიანი ლაქები, ირგვლივ ღია ყვითელი გარსით, რომელიც დაავადებულ ქსოვილს საღი ქსოვილისგან გამოყოფს. ლაქები სწრაფად იზრდება და იღებს მუქ ყავისფერ და მოშავო შეფერილობას. მაღალი ტენიანობისაგან ფოთლის დასველების პირობებში ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეზე ხშირად ყალიბდება თეთრი ნადები.

დაავადებული მცენარის ქსოვილები იღებს მოყავისფროდან შავში გარდამავალ შეფერილობას. დაავადების შედეგად მთელი მცენარე იღუპება ტენიანი ამინდების დადგომისთანავე.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს მწვანე პომიდვრის ნაყოფებზეც. ამ დროს მათზე ჩნდება დიდი ზომის ყავისფერი ლაქები, რომლებიც ხშირად კონცენტრირებულია ნაყოფის ზედაპირის ზედა უბნებზე.
ჰაერის მაღალი ტენიანობისას დაზიანებული ნაყოფების ზედაპირზე შეინიშნება სუსტად განვითარებული თეთრი ნადები – სოკოს მიცელიუმი. ამას შესაძლებელია თან სდევდეს სიდამპლის გამომწვევი მეორეული ბაქტერიების გავრცელება მცენარეზე, რის შედეგადაც ნაყოფი იწყებს ლპობას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში).
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • ტენით უზრუნველყოფის ოპტიმალური რეჟიმი.

შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მსგავსი სიახლეები