გოგრა - თესვა, გამრავლება მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის შერჩევა.  საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგები. ცივ ნიადაგში ფესვთა სისტემა ფუნქციონირებს ცუდად, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება. მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს. აუცილებელია განათებული, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი.

ნიადაგის მომზადებანიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

თესვა-რგვის წესები და ნორმები - თესლის ხარისხიგოგრას ხარისხიანი სათესლე მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული და იგი უნდა შევიძინოთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. სათესლე მასალას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული ეტიკეტი, სადაც მითითებულია პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

გოგრას სათესლე მასალის ხარისხის მეცნიერულად განსაზღვრული ნორმები-პარამეტრები

I კლასის თესლი

სიწმინდე არანაკლებ %-ისა

სხვა მცენარეთა თესლები-მონაყოლი ცალი/1 კგ-ში არაუმეტეს

მათ შორის სარეველების თესლები-მონაყოლი ცალი/1 კგ-ში არაუმეტეს

აღმოცენების უნარი არანაკლებ %-ისა

ტენიანობა არანაკლებ %-ისა

ნორმალური აღმოცენების უნარის შენარჩუნება წელთა რაოდენობა

99

10

0

95

13

3-6

II კლასის თესლი

96

20

10

75

13

3-6

გამრავლების მეთოდები. გოგრას გამრავლება შესაძლებელია როგორც ჩითილების გამოყვანის მეთოდით, ასევე თესლის პირდაპირ ღია გრუნტში თესვით

პირდაპირ ღია გრუნტში თესვის წესიგოგრას სახეობების თესვა უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც საკმაოდ დათბება, ანუ საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 13-15°C-ს მიაღწევს. თესვა უმჯობესია განხორციელდეს პუნქტირებული სათესით აღჭურვილი ტექნიკის საშუალებით. გოგრა ასევე შესაძლებელია დაითესოს ხელით – ამ დროს თესვა წარმოებს ბუდობრივად: ბუდნებს აკეთებენ თოხით ან ბარით. ბუდნაში თესავენ 5-7 ცალ თესლს. ბუდობრივად თესვის უპირატესობა ის არის რომ იგი შემდგომში მწკრივთაშორისების ორი მიმართულებით დამუშავების  საშუალებას იძლევა და ასევე, უზრუნველყოფს თესლის და სასუქების ეკონომიას, რადგან ამ დროს სასუქი ბუდნებში შეაქვთ.

 ჩითილების გამოყვანის წესიგოგრის სახეობათა თესლი უნდა დავთესოთ ქოთნებში, რომელთა დიამეტრი მინიმუმ 10 სმ უნდა იყოს. ჩითილების თესვა უნდა დავიწყოთ ღია გრუნტში გადარგვის ვადამდე 25-30 დღით ადრე.

ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 20-25°C, ჩითილის ზრდისათვის 18-20°C.

კვების არე. ნიადაგის ნაყოფიერების და კონკრეტული ჯიშის, ან ჰიბრიდისათვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით, მანძილები შეიძლება იყოს 1,4 მეტრი მცენარეთა შორის და 1,4 მეტრი მწკრივებს შორის ან 2,1 მეტრი მცენარეთა შორის და 2,1 მეტრი მწკრივებს შორის. ყაბაყის და პატისონის შემთხვევაში უფრო მცირე კვების არეზე შეგვიძლია თესვა – მწკრივთაშორის 1-1,5 მეტრი, ხოლო მცენარეთა შორის მწკრივში 80-100 სმ. ანდა კვადრატულ-ბუდობრივად 1×1 მეტრზე.

თესვის სიღრმე – მძიმე და ტენიან ნიადაგებში 4-5 სმ-ია, ხოლო ფხვიერ და მშრალ ნიადაგებში კი 6-8 სმ.

ნიადაგის დამუშავებაგოგრისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ნიადაგს აფხვიერებენ. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, დაამუშავებენ ნიადაგს მწკრივთშორის ღრმად 12-15 სმ სიღრმეზე, ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე და საკვები ნივთიერების და წყლის უკეთ შეთვისებას.

თუ პირველი გაფხვიერების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველა ბალახები გაჩნდა, საჭიროა ხელახალი ღრმა გაფხვიერება. მწკრივთშორის ღრმად დამუშავების შემდეგ საჭიროების მიხედვით ატარებენ 2-3 კულტივაციას 5-7 სმ სიღრმეზე.

მწკრივთშორისების დამუშავებას და გაფხვიერება-კულტივაციას მანამდე აწარმოებენ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაუჩნდება. შემდეგ უკვე ბარდის აქეთ-იქეთ გადაწევა საზიანოა მცენარისათვის.

ნიადაგის დამუშავებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  • გაფხვიერების სიღრმე უნდა იყოს თანაბარი
  • მწკრივთაშორის კულტივატორებით დამუშავებისას ნიადაგის ქვემო ტენიანი ფენა არ უნდა ამობრუნდეს მანქანის სამუშაო ნაწილებით.
  • სარეველა მცენარეები უნდა მოიჭრას მწკრივთაშორისებში, კვალის ფსკერზე და ბაზოს გვერდებზე.

გოგრას მოვლა ვეგეტაციის პერიოდში - წაჩქმეტა. გოგრას მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის წაჩქმეტის ოპერაციის ჩატარება, რომელიც ტარდება შემდეგი წესით:

მოქმედება 1 – აცილებენ ყველა გვერდითა ყლორტს, რომელსაც ნაყოფი არ გამოუნასკვავს.

მოქმედება 2 – მსხმოიარე ღეროებს წვეროს აჩქმეტენ ყველაზე მაღლა მდებარე ნაყოფიდან 4-5 ფოთლის შემდეგ.

მორწყვა. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

გოგრის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 3-4;
  • თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400 მ3 (წვეთოვანი მორწყვით 35-40 მ3)
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების და გამონასკვის პერიოდში.

მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, დაწვიმების, ან კვლებში მიშვების მეთოდით. უპირატესობა წვეთოვან მორწყვას ენიჭება.

ნიადაგის განოყიერება გოგრასათვისკონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზები დგინდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

საორიენტაციო დოზების გამოანგარიშებისას, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ შემდეგი მონაცემებით: გოგრის ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 1,1 კგ, ფოსფორი 1,76 კგ, კალიუმი 2,6 კგ. (სუფთა ნივთიერება).  1 ჰა-ზე 50 ტ. მოსავლის მისაღებად საჭიროა: აზოტი 55 კგ,  ფოსფორი 88 კგ. კალიუმი 130 კგ (სუფთა ნივთიერება).

იმ შემთხვევაში თუ მზრალად მოხვნისას შეტანილი იქნა  ნაკელი 1 ჰა-ზე 30 ტონა, მაშინ მინერალური სასუქებიდან საჭიროა: მხოლოდ 13 კგ (სუფთა ნივთიერება)  ფოსფორის შეტანა

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი— ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით.
  • ფოსფორი— 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი— 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ 13 კგ. ფოსფორის შეტანა (სუფთა ნივთიერება).

მოსავლის აღება-შენახვა.  გოგრის მოსავალს იღებენ, როცა ნაყოფსაჯდომი გახმება და კანი გამკვრივდება. ნაყოფის  საკრეფი  სიმწიფე  დაკავშირებულია  მცენარის ფიზიოლოგიურ   განვითარებაზე   და მას არკვევენ  ყუნწის  ჭკნობით,  კანის ზედაპირის   მბზვინვარების დაკარგვით,  მცენარის ძირის  გაყვითლებისა  და  ფოთლების ხმობით. მკვეთრი ყვითელი ან სტაფილოსფერი გულის (კარეტენოიდების სინთეზის შედეგად) წარმოქმნა და შაქრისა და მშრალი ნივთიერებების  დაგროვება არის სიმწიფის ნიშანი , რომელიც  კორელაციაშია სენსორულ ხარისხთან.

ნაყოფები ფრთხილად, დაზიანების გარეშე უნდა აიკრიფოს და მშრალ ადგილას დალაგდეს. გოგრის გაგრილება ხდება ოთახის ტემპერატურაზე ან პირდაპირ იტვირთება მანქანა მაცივრებში და კონტეინერებში

შესანახად განსაზღვრული ნაყოფი უნდა იყოს საღი, ყოველგვარი დაზიანებების გარეშე

მსგავსი სიახლეები