ყაბაყი - დახასიათება, მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ზოგადი ინფორმაცია. ყაბაყი მიეკუთვნება მაგარკანიანი გოგრას სახეობას. სხვა გოგრების სახეობებისაგან იგი იმით განირჩევა რომ აქვს შემოკლებული მთავარი ღერო და ბუჩქისებრი განვითარება. მის ნაყოფს იყენებენ ჭყინტად.

ნიადაგის შერჩევა.  საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგები. ცივ ნიადაგში ფესვთა სისტემა ფუნქციონირებს ცუდად, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება. მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს. აუცილებელია განათებული, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი.

ნიადაგის მომზადებანიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

თესლის ხარისხიყაბაყის ხარისხიანი სათესლე მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული და იგი უნდა შევიძინოთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. სათესლე მასალას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული ეტიკეტი, სადაც მითითებულია პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ყაბაყის სათესლე მასალის ხარისხის მეცნიერულად განსაზღვრული ნორმები-პარამეტრები

I კლასის თესლი

სიწმინდე არანაკლებ %-ისა

სხვა მცენარეთა თესლები-მონაყოლი ცალი/1 კგ-ში არაუმეტეს

მათ შორის სარეველების თესლები-მონაყოლი ცალი/1 კგ-ში არაუმეტეს

აღმოცენების უნარი არანაკლებ %-ისა

ტენიანობა არანაკლებ %-ისა

ნორმალური აღმოცენების უნარის შენარჩუნება წელთა რაოდენობა

99

10

0

95

13

3-6

II კლასის თესლი

96

20

10

75

13

3-6

გამრავლების მეთოდები. ყაბაყის გამრავლება შესაძლებელია როგორც ჩითილების გამოყვანის მეთოდით, ასევე თესლის პირდაპირ ღია გრუნტში თესვით

პირდაპირ ღია გრუნტში თესვის წესიყაბაყის თესვა უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც საკმაოდ დათბება, ანუ საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 13-15°C-ს მიაღწევს. თესვა უმჯობესია განხორციელდეს პუნქტირებული სათესით აღჭურვილი ტექნიკის საშუალებით. ყაბაყი ასევე შესაძლებელია დაითესოს ხელით – ამ დროს თესვა წარმოებს ბუდობრივად: ბუდნებს აკეთებენ თოხით ან ბარით. ბუდნაში თესავენ 5-7 ცალ თესლს. ბუდობრივად თესვის უპირატესობა ის არის რომ იგი შემდგომში მწკრივთაშორისების ორი მიმართულებით დამუშავების  საშუალებას იძლევა და ასევე, უზრუნველყოფს თესლის და სასუქების ეკონომიას, რადგან ამ დროს სასუქი ბუდნებში შეაქვთ.

 ჩითილების გამოყვანის წესიყაბაყის თესლი უნდა დავთესოთ ქოთნებში, რომელთა დიამეტრი მინიმუმ 10 სმ უნდა იყოს. ჩითილების თესვა უნდა დავიწყოთ ღია გრუნტში გადარგვის ვადამდე 25-30 დღით ადრე.

ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 20-25°C, ჩითილის ზრდისათვის 18-20°C.

კვების არე. მწკრივად თესვისას: მწკრივთაშორის - 1-1,5 მეტრი, მწკრივში მცენარეთა შორის - 80-100 სმ. გარდა ამისა, ყაბაყი შესაძლებელია დაითესოს კვადრატულ-ბუდობრივად: 1X1 მეტრზე.

თესვის სიღრმე – მძიმე და ტენიან ნიადაგებში 4-5 სმ-ია, ხოლო ფხვიერ და მშრალ ნიადაგებში კი 6-8 სმ.

ნიადაგის დამუშავებაყაბაყისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ნიადაგს აფხვიერებენ. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, დაამუშავებენ ნიადაგს მწკრივთშორის ღრმად 12-15 სმ სიღრმეზე, ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე და საკვები ნივთიერების და წყლის უკეთ შეთვისებას.

თუ პირველი გაფხვიერების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველა ბალახები გაჩნდა, საჭიროა ხელახალი ღრმა გაფხვიერება. მწკრივთშორის ღრმად დამუშავების შემდეგ საჭიროების მიხედვით ატარებენ 2-3 კულტივაციას 5-7 სმ სიღრმეზე.

მწკრივთშორისების დამუშავებას და გაფხვიერება-კულტივაციას მანამდე აწარმოებენ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაუჩნდება. შემდეგ უკვე ბარდის აქეთ-იქეთ გადაწევა საზიანოა მცენარისათვის.

ნიადაგის დამუშავებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  • გაფხვიერების სიღრმე უნდა იყოს თანაბარი
  • მწკრივთაშორის კულტივატორებით დამუშავებისას ნიადაგის ქვემო ტენიანი ფენა არ უნდა ამობრუნდეს მანქანის სამუშაო ნაწილებით.
  • სარეველა მცენარეები უნდა მოიჭრას მწკრივთაშორისებში, კვალის ფსკერზე და ბაზოს გვერდებზე.

მორწყვა. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ყაბაყის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 3-4;
  • თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400 მ3 (წვეთოვანი მორწყვით 35-40 მ3)
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების და გამონასკვის პერიოდში.

მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, დაწვიმების, ან კვლებში მიშვების მეთოდით. უპირატესობა წვეთოვან მორწყვას ენიჭება.

მოსავლის აღება-შენახვა.  ყაბაყი იკრიფება გამონასკვიდან 8-12 დღის შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები