ვაშლის ფოთლების სილაქავე – აღწერილობა და ბრძოლა
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკოები  – Phyllosticta mali prill. da P. briardi Sacc.

გამომწვევი სოკოები ძირითადად იზამთრებენ ჩამოცვენილ ფოთლებში.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 30-32°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 76%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადების სიმპტომები ჩნდება ფოთლებზე, ზაფხულის მეორე ნახევრიდან. დაინფიცირებული ფოთლის ფორფიტაზე ჩნდება მონაცრისფრო-მოყავისფრო შეფერილობის, მრგვალი ან კუთხოვანი ფორმის ლაქები. ასევე შეინიშნება შავი წერტილების ფორმირება ლაქების ზედაპირზე. ნესტიანი ამინდები ხელს უწყობს დაავადების განვითარებას და გავრცელებას. ძლიერ დაზიანებული ფოთლები ნაადრევად ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთის გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლებისა და სხვა მცენარეული ნარჩენებისაგან.

ქიმიური კონტროლი. ფოთლების სილაქავის წინააღმდეგ წამლობისათვის კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე გამოიყენება კაპტანის, კრეზოქსიმ-მეთილის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები