მარწყვის ცხვირგრძელა – აღწერილობა და წამლობები
18 / 01 / 2019

ლათინური დასახელება:  Anthonomus rubi Hbst.

აღწერილობა. ზრდასრული მავნებელი შავი შეფერილობისაა, სხეული დაფარულია ხშირი მონაცრისფრო ბეწვით. აქვს გრძელი, ოდნავ მოღუნული ხორთუმი. მისი მკერდის გვერდები დაფარულია თეთრი ფერის ბეწვებით. სხეულის სიგრძე 2,5 მმ-მდეა.

საქართველოს პირობებში მავნებელ წელიწადში სავარაუდოდ ერთი გენერაციას იძლევა.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მარწყვის ცხვირგრძელა აზიანებს მარწყვს, ჟოლოს და სხვა კულტურებს.

მავნებლის ზრდასრული ხოჭოები თავდაპირველად იკვებებიან კულტურათა ყვავილებზე – ხვრეტენ კვირტებს. გარდა ამისა, მდედრი მავნებელი კვერცხს დებს კვირტის შიგნით, რის გამოც კვირტები ვერ იშლება. კვირტში გამოჩეკილი მატლები იკვებებიან კვირტის შიგთავსით. ასევე მდედრი მავნებელი ღრღნის ყუნწს და კვირტები ცვივა. ხოლო მცენარეზე შერჩენილი დაზიანებული კოკრები კი ჭკნებიან.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების რეგულარული გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლებისა და ნარჩენებისაგან.წამლობების ჩატარება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ. გამოიყენება: ციპერმეტრინის, ქლორპირიფოსის, დელტამეტრინის, ქლორპირიფოსი+ციპერმეტრინი კომბინაციის შემცველი და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.
მსგავსი სიახლეები