კიტრის ასკოჰიტოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Mycosphaerella melonis

ინფექციის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენს მცენარეული ნარჩენები და სათესლე მასალა. დაადადების გაჩენას ხელს უწყობს მერყევი ტემპერატურული რეჟიმი, ზედმეტი რწყვა, მცენარეთა არასწორი (ზედმეტი მცენარე ფართობის ერთეულზე) განლაგება და ნემატოდების მიერ მიყენებული დაზიანებები.

დაავადების სიმპტომები.  დაავადება ვლინდება სხვადასხვა სახით, ყველაზე მეტად გავრცელებულია ფოთლის, ღეროს და ფესვის დაზიანების ფორმა.

ფოთლების დაზიანებისას ასკოჰიტოზი აზიანებს ლებანფოთლებს. მიღებული დაზიანება გარეგნულად ჰგავს მზის დამწვრობას. ყურადღებით დათვალიერების შემთხვევაში დაზიანებულ ფოთლებზე შეინიშნება კარგად შესამჩნევი გასქელებული უბნები      დიდ ფოთლებზე ვითარდება მოყვითალო ფერის ლაქები, რომლებიც შემდგომ იზრდებიან, უფერულდებიან და იღებენ მომრგვალო ფორმას. საკმაოდ ხშირად ასეთი ლაქები იკავებს ფოთლის ფირფიტის ზედაპირის თითქმის ნახევარზე მეტ ფართობს. დაზიანებულ ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის შავი წერტილები.

ღეროს დაზიანებისას დაავადება ვლინდება ღეროს დასაწყისში და მის განშტოებებში, სადაც ადვილად გროვდება ტენი. ამ დროს დაზიანებულ ადგილებში ჩნდება სველი ლაქები, რომლებიც ხმება, იღებს მონაცრისფრო შეფერილობას და იფარება შავი წერტილებით.

დაზიანებული ნაყოფები რბილდებიან იძენენ მოხარშულის შეხედულებას, შავდებიან და შემდგომ ხმებიან.

ფესვის დაზიანების ფორმისას მუქდებიან და კვდებიან ფესვის ბუსუსები, რის შედეგადაც მცენარე სუსტდება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობის დაცვა;
  • სათესლე მასალის დეზინფექცია;
  • რწყვის ოპტიმალური რეჟიმის დაცვა;
  • დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები