
დათესვამდე საზამთროს თესლის 12-20 საათის განმავლობაში დალბობა აჩქარებს მცენარის აღმოცენების პროცესს და უზრუნველყოფს თანაბარი ზომის აღმონაცენს, რაც ამარტივებს ნაკვეთში ჩასატარებელ სამუშაოებს და იძლევა მოსავლის ადრეულ ვადებში მიღების საშუალებას
თესლის დალბობას აწარმოებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია კონკრეტულ კულტურაზე. საზამთროათვის საჭიროა წყლის ტემპერატურა 16-დან 25⁰C-მდე.
დალბობისას თესლის ფენა 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. წყალი უნდა გამოიცვალოს ყოველ 10-12 საათში ერთხელ.
გასათვალისწინებელია, რომ თესლის დალბობის მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეძენილ სათესლე მასალაზე, რადგან ის დამუშავებულია შესაბამისი პრეპარატით და როგორც დალბობის, ასევე ხელოვნური გაღივების პროცედურები გამოიწვევს პრეპარატის ჩამორეცხვას თესლის ზედაპირიდან.
-
სიმინდის წამლობების ტაბულა 18.09.2019 1444 ნახვა
-
ბიომეურნეობა - სატაცური ნემატოდების წინააღმდეგ 17.01.2019 2042 ნახვა
-
კაკალი - კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება 17.01.2019 2849 ნახვა