მარწყვის ხერხია – აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
18 / 01 / 2019

ლათინური დასახელება: Emphytus cinectus L.

აღწერილობაზრდასრული მავნებელი ბრჭყვიალა-შავი ფერისაა. მის სხეულს აქვს ოვალური მოყვანილობა.

ახლად გამოჩეკილი მატლი მოყვითალო-მწვანე ფერისაა, ზრდასრული  კი მუქი-მწვანეა. მატლს აქვს ყავისფერი თავი, ხოლო სხეულზე კი გარდიგარდმო გასდევს ღია ფერის მეჭეჭები.

ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე 12-დან 18 მმ-მდეა.

მარწყვის ხერხია წელიწადში  3-4 თაობას იძლევა.

მავნებელი ზამთარს ატარებს პრონიმფის ფაზაში, მიწისაგან დამზადებულ პარკში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მარწყვის ხერხიას მატლები იკვებებიან ფოთლის რბილობით. ისინი პრაქტიკულად სრულად ანადგურებენ ფოთლის ფირფიტას, რომლისგანაც მხოლოდ მთავარი ძარღვი რჩება.

მასობრივი გამრავლების შემთხვევაში მავნებელმა შესაძლებელია ნარგაობის სრული განადგურება გამოიწვიოს

ბრძოლის ღონისძიებები:

  • წამლობების ჩატარება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ. გამოიყენება: ალფა-ციპერმეტრინის, ქლორპირიფოსის, დელტამეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.
მსგავსი სიახლეები