პომიდვრის კლადოსპორიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Cladosporium fulvum

დაავადების სიმპტომები – პირველი სიმპტომია მცირე ზომის მოყვითალო ლაქების გაჩენა ფოთლის ზედაპირზე.
დროთა განმავლობაში ლაქების რიცხვი მატულობს და იფარება ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით. ლაქები სწრაფად ვრცელდება, რის შედეგადაც ხშირად მცენარე იღუპება.

დაინფიცირებული ფოთოლი ხდება მოყვითალო ყავისფერი, იხვევა, ჭკნება და თანდათანობით ცვივა. ჭკნობა და ფოთოლცვენა გრძელდება მანამ, სანამ მთელი მცენარე არ დაიღუპება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სწორი რწყვის რეჟიმი.
  • ფართობში მცენარეთა სწორი განლაგების უზრუნველყოფა.
  • დაავადებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები