მაყვლის ნაცრისფერი სიდამპლე – სიმპტომები და ბრძოლის ზომები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო –  Botrytis cinerea.

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 15-24°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%.

სიმპტომები. დაავადება აზიანებს უმთავრესად მაყვლის ნაყოფს და ასევე ღეროს და ყვავილებს.

ნაცრისფერი სიდამპლით დაზიანებულ მაყვლის ნაყოფებზე ჩნდება რუხი ფერის ნადები და ნაყოფი იწყებს ლპობას. ამ სახით დაზიანებული ნაყოფი გამოსაყენებლად უვარგისია და გარდა ამისა, იგი ხდება სხვა ინფექციის გავრცელების წყარო ნაკვეთებში.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები:

  • ბაღის გაშენებისას ოპტიმალური მანძილების დაცვა მცენარეებს და რიგებს შორის.
  • დაზიანებული ნაყოფების მოკრეფა და მოცილება ნაკვეთებიდან.
  • მოსავლის აღების ვადების დაცვა.

პესტიციდებიდან დაავადების წინააღმდეგ, სიმწიფის დაწყებამდე გამოიყენება:

  • ფენჰექსამიდის ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდები.
  • ფლუდიოქსონილი+ციპროდინილის კომბინაციაზე დამზადებული ფუნგიციდები.
  • ბოსკალიდი+პირაკლოსტრობინის ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდები.

მავნებლის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი პესტიციდის სავაჭრო დასახელება:

  • „ტელდორი“.
მსგავსი სიახლეები