
18 / 01 / 2019
გამომწვევი – Alternaria solani
დაავადების სიმპტომები – ფოთლების დაზიანებისას სიმპტომები თავდაპირველად თვალსაჩინოა ხნიერ ფოთლებზე. მათზე ჩნდება 5-7 მმ. დიამეტრიანი მუქი ყავისფერი ან შავი ლაქები. ხშირად თითოეული ლაქის ირგვლივ ვიწრო ყვითელი არშიაა, ხოლო დაზიანებები იზღუდება ფოთლის ძარღვებით. ლაქების ზომაში მატების და დაავადების პროგრესირების შედეგად ფოთოლი ყვითლდება და კვდება.
ნაყოფი შესაძლოა დაინფიცირდეს ზრდა-განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ამ დროს მასზე, ისევე როგორც ფოთლებზე, ჩნდება ოდნავ ჩაზნექილი წრიული უფერული ლაქები, რომლებიც იზრდება, უერთდება ერთმანეთს და იქმნება დაზიანებული უბნები.
აღნიშნული სახის დაზიანებები ჩნდება ასევე ჩითილების ღეროს მიწისზედა ნაწილზეც.
ბრძოლის ღონისძიებები:
- დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთებიდან.
- დაავადებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება.
- მინერალური ელემენტებით გამოკვების სწორი რეჟიმი.
- ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
- შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
-
ვაშლის სასუქებით კვების სქემა 04.05.2019 2017 ნახვა
-
კიტრის მავნებლები – ბაღჩის ბუგრი 17.01.2019 3729 ნახვა
-
გორულა - სუფრის ყურძნის ჯიში 13.06.2019 5599 ნახვა